კართაგენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''კართაგენი''' - ძვ. ქალაქ-სახელმწიფო ჩრდილოეთ [[აფრიკა|აფრიკაში]] (ახლანდელი ტუნისის რაიონში). დააარსეს ძვ.წ. 825 ფინიკიელებმა.
 
'''კართაგენი''' - ძვ. ქალაქ-სახელმწიფო ჩრდილოეთ [[აფრიკა|აფრიკაში]] (ახლანდელი ტუნისის რაიონში). დააარსეს ძვ.წ. 825 ფინიკიელებმა.
  
ძვ.წ. III საუკუნისათვის კართაგენმა დაიპყრო ჩრდილოეთ აფრიკა, სიცილიის დიდი ნაწილი, სარდინია, სამხრეთ [[ესპანეთი]] და გადაიქცა ხმელთაშუაზღვისპირეთის მძლავრ სახელმწიფოდ, რამაც გამოიწვია მისი შეჯახება [[რომი|რომთან]]. [[პუნიკური ომები|პუნიკურ ომებში]] (264-146) დამარცხების შემდეგ კართაგენი რომაელებმა დაანგრიეს (ძვ.წ. 146). მისი ტერიტორიები რომის სახელმწიფოს შემადგენლობაში
+
კართაგენის ლეგენდარულ დამაარსებელად ითვლება ფინიკიელი ღვთაება დიდონა. დიდონა ფინიკიის უდიდესი [[ქალაქი]]ს, ტიროსის მეფის ასული იყო. მისი მეუღლე აკერბასი (ან [[სიქეოსი]]) დიდძალ სიმდიდრეს ფლობდა. იგი მოკლა დიდონას ძმამ, [[პიგმალიონი|პიგმალიონმა]], რათა მისი სიმდიდრე ჩაეგდო ხელში. შეშინდა დიდონა და ტიროსიდან გაიქცა. მან აფრიკის ნაპირებთან შეარჩია ადგილი ქალაქის დასაარსებლად. იმხანად იმ ადგილთა მფლობელი იყო ბერბერთა მეფე [[იარბა]]. იგი დათანხმდა დიდონასთვის მიეყიდა იმხელა მიწა, რომელსაც დაფარავდა ერთი ხარის ტყავი. მაშინ მეფის ასულმა ბრძანა, დაეჭრათ ტყავი ვიწრო ზოლებად და შემოესაზღვრათ იმ სიგრძის მიწა, რომელიც საჭირო იქნებოდა ქალაქისათვის. დიდონას მსახურები კართაგენის კედლების ასაგებად მიწის ამოთხრას რომ იწყებდნენ, წააწყდნენ ხარისა და ცხენის თავებს. ეს მათ იმის უწყებად მიიჩნიეს, რომ ქალაქი მომავალში მდიდარ და ძლევამოსილ სამეფოდ გადაიქცეოდა. და ასეც მოხდა.
შევიდა.
+
 
 +
ძვ.წ. III საუკუნისათვის კართაგენმა დაიპყრო ჩრდილოეთ აფრიკა, სიცილიის დიდი ნაწილი, სარდინია, სამხრეთ [[ესპანეთი]] და გადაიქცა ხმელთაშუაზღვისპირეთის მძლავრ სახელმწიფოდ, რამაც გამოიწვია მისი შეჯახება [[რომი|რომთან]]. [[პუნიკური ომები|პუნიკურ ომებში]] (264-146) დამარცხების შემდეგ კართაგენი რომაელებმა დაანგრიეს (ძვ.წ. 146). მისი ტერიტორიები რომის სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა.
  
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
 +
[[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]]
 
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
[[კატეგორია:ქალაქ-სახელმწიფოები]]
+
 
 +
[[კატეგორია:ძველი ქალაქები‏‎]]
 +
[[კატეგორია:ძველი ქალაქები‏‎ აფრიკაში]]

მიმდინარე ცვლილება 14:05, 4 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით

კართაგენი - ძვ. ქალაქ-სახელმწიფო ჩრდილოეთ აფრიკაში (ახლანდელი ტუნისის რაიონში). დააარსეს ძვ.წ. 825 ფინიკიელებმა.

კართაგენის ლეგენდარულ დამაარსებელად ითვლება ფინიკიელი ღვთაება დიდონა. დიდონა ფინიკიის უდიდესი ქალაქის, ტიროსის მეფის ასული იყო. მისი მეუღლე აკერბასი (ან სიქეოსი) დიდძალ სიმდიდრეს ფლობდა. იგი მოკლა დიდონას ძმამ, პიგმალიონმა, რათა მისი სიმდიდრე ჩაეგდო ხელში. შეშინდა დიდონა და ტიროსიდან გაიქცა. მან აფრიკის ნაპირებთან შეარჩია ადგილი ქალაქის დასაარსებლად. იმხანად იმ ადგილთა მფლობელი იყო ბერბერთა მეფე იარბა. იგი დათანხმდა დიდონასთვის მიეყიდა იმხელა მიწა, რომელსაც დაფარავდა ერთი ხარის ტყავი. მაშინ მეფის ასულმა ბრძანა, დაეჭრათ ტყავი ვიწრო ზოლებად და შემოესაზღვრათ იმ სიგრძის მიწა, რომელიც საჭირო იქნებოდა ქალაქისათვის. დიდონას მსახურები კართაგენის კედლების ასაგებად მიწის ამოთხრას რომ იწყებდნენ, წააწყდნენ ხარისა და ცხენის თავებს. ეს მათ იმის უწყებად მიიჩნიეს, რომ ქალაქი მომავალში მდიდარ და ძლევამოსილ სამეფოდ გადაიქცეოდა. და ასეც მოხდა.

ძვ.წ. III საუკუნისათვის კართაგენმა დაიპყრო ჩრდილოეთ აფრიკა, სიცილიის დიდი ნაწილი, სარდინია, სამხრეთ ესპანეთი და გადაიქცა ხმელთაშუაზღვისპირეთის მძლავრ სახელმწიფოდ, რამაც გამოიწვია მისი შეჯახება რომთან. პუნიკურ ომებში (264-146) დამარცხების შემდეგ კართაგენი რომაელებმა დაანგრიეს (ძვ.წ. 146). მისი ტერიტორიები რომის სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა.


[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები