პერუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''პერუ''' - (Peru – პერუს რესპუბლიკა), სახელმწიფო სამხრეთ [[ამერიკ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Perus droSa.png|thumb|270პქ|'''პერუს დროშა''']]
 
'''პერუ''' - (Peru – პერუს რესპუბლიკა), [[სახელმწიფო]] სამხრეთ [[ამერიკა|ამერიკის]] დასავლეთ ნაწილში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე.  
 
'''პერუ''' - (Peru – პერუს რესპუბლიკა), [[სახელმწიფო]] სამხრეთ [[ამერიკა|ამერიკის]] დასავლეთ ნაწილში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე.  
  
ხაზი 24: ხაზი 25:
 
საერთაშორისო აეროპორტი''' – ხორხე ჩავესი (ლიმა).  
 
საერთაშორისო აეროპორტი''' – ხორხე ჩავესი (ლიმა).  
  
[[შეიარაღებული ძალები]] საერთო შემადგენლობით 115 ათ. კაცი (2012). [[სახმელეთო ჯარები]] 74 ათ., სამხედრო-საჰაერო 18 ათ და სამხედრო-საზღვაო 23 ათასი, სანაპიროს დაცვა 1 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება შერეული პრინციპით.
+
[[შეიარაღებული ძალები]] საერთო შემადგენლობით 115 ათ. კაცი (2012). [[სახმელეთო ჯარები]] 74 ათ., [[სამხედრო-საჰაერო ძალები|სამხედრო-საჰაერო]] 18 ათ და [[სამხედრო-საზღვაო ძალები|სამხედრო-საზღვაო]] 23 ათასი, [[სანაპირო დაცვა|სანაპიროს დაცვა]] 1 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება შერეული პრინციპით.
  
  

მიმდინარე ცვლილება 11:44, 19 ივნისი 2018 მდგომარეობით

პერუს დროშა

პერუ - (Peru – პერუს რესპუბლიკა), სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე.

ფართობი - 1,300 მლნ. კმ2.

მოსახლეობა - 30 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენები – ესპანური, კეჩუა, აიმარა.

დედაქალაქი – ქ. ლიმა.

ადმინისტრაციულად იყოფა 25 რეგიონად და ერთ განსაკუთრებული სტატუსის მქონე ლიმის რეგიონად. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს ორპალატიანი პარლამენტი (კონგრესი), აღმასრულებელს – პრეზიდენტი და მინისტრთასაბჭო (მთავრობა). დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1821 წელს.

პერუ აგრარულ-ინდუსტრიული ქვეყანაა განვითარებული სამთომოპოვებითი მრეწველობით (ფერადი ლითონების, რკინის მადნის, ნავთობის და აირის მოპოვება). სოფლის მეურნეობის მთავარი კულტურებია: შაქრის ლერწამი, ყავა, მარცვლეული, კარტოფილი, ასევე საზღვაო თევზჭერა.

სამხედრო მრეწველობა აწარმოებს საარტილერიო და ცეცხლსასროლ იარაღს, ტყვია-წამალს, ასაფეთქებელ ნივთიერებას, მნიშვნელოვანი დარგია მსუბუქი თვითმფრინავების და მცირე ხომალდების მშენებლობა.

საზღვაო პორტებია: ჩიმბოტე, კალიაო, სან-ნიკოლასი, ტალარა, ილო, პაიტა.

სამდინარო პორტი (ამაზონზე) – იკიტოსი. საერთაშორისო აეროპორტი – ხორხე ჩავესი (ლიმა).

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 115 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 74 ათ., სამხედრო-საჰაერო 18 ათ და სამხედრო-საზღვაო 23 ათასი, სანაპიროს დაცვა 1 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება შერეული პრინციპით.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები