ჰელე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჰელე''' – ''(ბერძნ.)'' ათამასისა და ნეფელეს ასული. ფრიქსოსის...)
 
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 8: ხაზი 8:
  
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 +
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 +
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]

მიმდინარე ცვლილება 15:09, 3 ივლისი 2017 მდგომარეობით

ჰელე(ბერძნ.) ათამასისა და ნეფელეს ასული. ფრიქსოსის და.

ჰელესა და ფრიქსოსის დედა, მართალია, ღრუბელთა ქალღმერთი ნეფელე იყო, მაგრამ ბავშვები იზრდებოდნენ მამასთან, ორქომენოსის სამეფო კარზე. როდესაც ათამასმა ცოლად მოიყვანა კადმოსის ასული ინო, დედინაცვალმა შეიძულა გერები და მათი თავიდან მოცილება განიზრახა. ნეფელეს არ გამოჰპარვია ეს და ჰერმესს მიმართა დასახმარებლად. ჰერმესმა კი და-ძმას მფრინავი ოქროს ვერძი მოუვლინა, რომელმაც ღრუბლებში გახვეული ბავშვები კოლხეთისაკენ გააქროლა. აზიისა და ევროპის გასაყართან ჰელემ თავი ვერ შეიკავა და წყალში ჩავარდა. მას შემდეგ იმ ადგილს, სადაც ჰელე დაიხრჩო, „ჰელესპონტოსი“ (ჰელესპონტი) ანუ „ჰელეს ზღვა“ ეწოდება.


[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები