ტარუღა
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
საქართველოში სამოხელეო ტერმინი ტ. XVI ს-ის 80-იანი წლებიდან, სვიმონ I-ის (1556-1569, 1578-1600) ირანის ტყვეობიდან დაბრუნების შემდგომ ჩნდება საშუალო რანგის ადგილობრივი ადმინისტრაციული მოხელის აღსანიშნავად. იგი ყოველთვის მოიხსენიება [[მელიქი|მელიქთან]], ქეთხოდასთან, მოურავთან და სხვა მოხელეებთნ ერთად. | საქართველოში სამოხელეო ტერმინი ტ. XVI ს-ის 80-იანი წლებიდან, სვიმონ I-ის (1556-1569, 1578-1600) ირანის ტყვეობიდან დაბრუნების შემდგომ ჩნდება საშუალო რანგის ადგილობრივი ადმინისტრაციული მოხელის აღსანიშნავად. იგი ყოველთვის მოიხსენიება [[მელიქი|მელიქთან]], ქეთხოდასთან, მოურავთან და სხვა მოხელეებთნ ერთად. | ||
| − | ტარუღა ჰყავდა სოფელსაც და ქალაქსაც. ქართულ და ქართულ-სპარსულ ისტორიულ საბუთებში იხსენიება „ქალაქის“ ([[თბილისი|თბილისის]]), გორის, ალგეთის, თელავის ბაზრის ტარუღები. ამავე დროს ტარუღს ვხვდებით მეფის, დედოფლისა და სათავადოების ადმინისტრაციებშიც. ქალაქების (თბილისი, გორი) და ადმინისტრაციული ერთეულების (სომხითი) ტარუღები მეფის მიერ ინიშნებოდნენ. „დასტურლამალის“ მიხედვით, სამეფო მეჯლისის დროს სუფრის გაშლაში მონაწილეობას იღებდა ფარეშხანის (ფარეშების-მსახურთა უწყება) ტარუღა მის სარგოს „სატარუღე“ გამოსაღები ეწოდებოდა. | + | ტარუღა ჰყავდა სოფელსაც და ქალაქსაც. ქართულ და ქართულ-სპარსულ ისტორიულ საბუთებში იხსენიება „ქალაქის“ ([[თბილისი|თბილისის]]), [[გორი|გორის]], ალგეთის, თელავის ბაზრის ტარუღები. ამავე დროს ტარუღს ვხვდებით მეფის, დედოფლისა და სათავადოების ადმინისტრაციებშიც. ქალაქების (თბილისი, გორი) და ადმინისტრაციული ერთეულების (სომხითი) ტარუღები მეფის მიერ ინიშნებოდნენ. „დასტურლამალის“ მიხედვით, სამეფო მეჯლისის დროს სუფრის გაშლაში მონაწილეობას იღებდა ფარეშხანის (ფარეშების-მსახურთა უწყება) ტარუღა მის სარგოს „სატარუღე“ გამოსაღები ეწოდებოდა. |
ისტორიულ საბუთებში ტარუღები, ძირითადად, არ არიან პერსონიფიცირებულნი. იშვიათია შემთხვევები, როდესაც ტარუღას სახელი და გვარია მითითებული. 1594 წ-დან იხსენიება გორის ტარუღა ამ თანამდებობაზე თავდაპირველად სხვადასხვა პირები ინიშნებოდნენ, რაც მიანიშნებს, რომ ტარუღა და მოურავი ჯერ კიდევ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. მაგრამ, მოგვიანებით ეს თანამდებობა სამემკვიდრეო გახდა და იგი ამილახვრებმა შეითავსეს, რომლებიც ადრიდანვე გორის მოურავობას ფლობდნენ. ტარუღა სარგოს სახით შემოსავალს იმ სოფლებიდან იღებდა, რომლების ტარუღობაც ეძლეოდა. | ისტორიულ საბუთებში ტარუღები, ძირითადად, არ არიან პერსონიფიცირებულნი. იშვიათია შემთხვევები, როდესაც ტარუღას სახელი და გვარია მითითებული. 1594 წ-დან იხსენიება გორის ტარუღა ამ თანამდებობაზე თავდაპირველად სხვადასხვა პირები ინიშნებოდნენ, რაც მიანიშნებს, რომ ტარუღა და მოურავი ჯერ კიდევ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. მაგრამ, მოგვიანებით ეს თანამდებობა სამემკვიდრეო გახდა და იგი ამილახვრებმა შეითავსეს, რომლებიც ადრიდანვე გორის მოურავობას ფლობდნენ. ტარუღა სარგოს სახით შემოსავალს იმ სოფლებიდან იღებდა, რომლების ტარუღობაც ეძლეოდა. | ||
| ხაზი 22: | ხაზი 22: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში | + | [[ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში]] |
[[კატეგორია:მოხელეები ძველ საქართველოში]] | [[კატეგორია:მოხელეები ძველ საქართველოში]] | ||
[[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]] | [[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:46, 16 ივნისი 2023 მდგომარეობით
ტარუღა - (მონღ. daruga), მოურავი XVI-XVIII სს-ის აღმოსავლეთ საქართველოში.
სეფიანთა ირანში, საიდანაც იგი საქართველოში გავრცელდა, ტარუღა პოლიციის უფროსს ეწოდებოდა, რომელიც, ასევე, პასუხისმგებელი იყო გადასახადების აკრეფაზე (სეფიანთა ირანში ეს თანამდებობა ხშირად ქართველებს ეკავათ. შაჰ აბას I-ის დროიდან სეფიანთა სატახტო ქალაქის - ისფაჰანის ტარუღები თითქმის ყოველთვის გამუსლიმებული ქართველები იყვნენ).
საქართველოში სამოხელეო ტერმინი ტ. XVI ს-ის 80-იანი წლებიდან, სვიმონ I-ის (1556-1569, 1578-1600) ირანის ტყვეობიდან დაბრუნების შემდგომ ჩნდება საშუალო რანგის ადგილობრივი ადმინისტრაციული მოხელის აღსანიშნავად. იგი ყოველთვის მოიხსენიება მელიქთან, ქეთხოდასთან, მოურავთან და სხვა მოხელეებთნ ერთად.
ტარუღა ჰყავდა სოფელსაც და ქალაქსაც. ქართულ და ქართულ-სპარსულ ისტორიულ საბუთებში იხსენიება „ქალაქის“ (თბილისის), გორის, ალგეთის, თელავის ბაზრის ტარუღები. ამავე დროს ტარუღს ვხვდებით მეფის, დედოფლისა და სათავადოების ადმინისტრაციებშიც. ქალაქების (თბილისი, გორი) და ადმინისტრაციული ერთეულების (სომხითი) ტარუღები მეფის მიერ ინიშნებოდნენ. „დასტურლამალის“ მიხედვით, სამეფო მეჯლისის დროს სუფრის გაშლაში მონაწილეობას იღებდა ფარეშხანის (ფარეშების-მსახურთა უწყება) ტარუღა მის სარგოს „სატარუღე“ გამოსაღები ეწოდებოდა.
ისტორიულ საბუთებში ტარუღები, ძირითადად, არ არიან პერსონიფიცირებულნი. იშვიათია შემთხვევები, როდესაც ტარუღას სახელი და გვარია მითითებული. 1594 წ-დან იხსენიება გორის ტარუღა ამ თანამდებობაზე თავდაპირველად სხვადასხვა პირები ინიშნებოდნენ, რაც მიანიშნებს, რომ ტარუღა და მოურავი ჯერ კიდევ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. მაგრამ, მოგვიანებით ეს თანამდებობა სამემკვიდრეო გახდა და იგი ამილახვრებმა შეითავსეს, რომლებიც ადრიდანვე გორის მოურავობას ფლობდნენ. ტარუღა სარგოს სახით შემოსავალს იმ სოფლებიდან იღებდა, რომლების ტარუღობაც ეძლეოდა.
[რედაქტირება] ტარუღები XVII-XVIII სს.
- ჯავახიშვილი პაატა - ფარეშხანის, სოფელ ახალდაბისა და სხვა სახასო ადგილების ტ. 1633 წ. (ქსის 1955: 105, 106).
- ამილახვარი იოთამბეგ - გორის ტარუღა 1692 წ. (ქსის 1955: 358).
- ანდრონიკაშვილი ზაალბეგ - ყორჩიბაში; მარტყოფის ტარუღა 1703 წ. (ქსის 1955: 411).
- ამილახვარი ავთანდილ-ბეგ - გორის (სეფიაბადის) ტარუღა 1708 წ. (სის 1965: 39; ТКПФ 1995: 129).
- ამილახვარი გივ-ბეგ - გორის ტარუღა 1708 წ. (სის 1965: 39; ТКПФ 1995: 129).
[რედაქტირება] წყაროები და ლიტერატურა
ქსის 1955: 105, 106, 358, 411; ТКПФ I 1995: 129; ფუთურიძე 1965: 39; Месхия 1959: 245-246.
[რედაქტირება] წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში