მასობრივი დაზიანების იარაღი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 13: ხაზი 13:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
[[კატეგორია:მასობრივი დაზიანების იარაღი]]
+
[[კატეგორია:მასობრივი დაზიანების იარაღები]]
[[კატეგორია:მასობრივი დაზიანების იარაღი]]
+

მიმდინარე ცვლილება 11:55, 15 ივნისი 2018 მდგომარეობით

მასობრივი დაზიანების იარაღიიარაღის სახეობები, რომლებსაც შეუძლიათ ძალების და საშუალებების შეზღუდული გამოყენების პირობებში გამოიწვიონ მასობრივი დანაკარგები და ნგრევა გარემოს შეუქცევად ცვლილებებამდე.

მასობრივი დაზიანების იარაღის ძირითადი განმასხვავებელი თვისებებია:

  • დამაზიანებელი მოქმედების მრავალფაქტორიანობა;
  • ხანგრძლივი დამაზიანებელი მოქმედება და გავრცელება დაზიანების ობიექტის ფარგლებს გარეთ;
  • ხანგრძლივი ფსიქოტრავმატული ეფექტი;
  • მძიმე გენეტიკური და ეკოლოგიური შედეგები;
  • მასობრივი დაზიანების იარაღისგან ჯარების და მოსახლეობის დაცვის და მისი გამოყენების შედეგების ლიკვიდაციის სირთულე.

მასობრივი დაზიანების იარაღს განეკუთვნება ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი, აგრეთვე, მოქმედების სხვაგვარ პრინციპებზე დაფუძნებული მასობრივი დაზიანების იარაღის სხვა სახეობები, რომლებიც ეფექტურობით არ ჩამორჩებიან მასობრივი დაზიანების იარაღის ტრადიციულ სახეობებს.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები