სომალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Somalis drosha.png|thumb|250პქ|'''სომალის დროშა''']]
 
'''სომალი'''  - (Somali - სომალის დემოკრატიული რესპუბლიკა), [[სახელმწიფო]] [[აფრიკა|აფრიკის]] ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სომალის ნახევარკუნძულზე.  ჩრდილოეთით ესაზღვრება არაბეთის ზღვის ადენის ყურე, აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით – [[ინდოეთის ოკეანე]].  
 
'''სომალი'''  - (Somali - სომალის დემოკრატიული რესპუბლიკა), [[სახელმწიფო]] [[აფრიკა|აფრიკის]] ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სომალის ნახევარკუნძულზე.  ჩრდილოეთით ესაზღვრება არაბეთის ზღვის ადენის ყურე, აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით – [[ინდოეთის ოკეანე]].  
  

მიმდინარე ცვლილება 00:01, 20 ივნისი 2018 მდგომარეობით

სომალის დროშა

სომალი - (Somali - სომალის დემოკრატიული რესპუბლიკა), სახელმწიფო აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სომალის ნახევარკუნძულზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება არაბეთის ზღვის ადენის ყურე, აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით – ინდოეთის ოკეანე.

ფართობი 637,7 ათ. კმ2.

მოსახლეობა – 9,3 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენები – სომალი და არაბული.

დედაქალაქი – ქ. მოგადიშო.

სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო - სახალხო კრება.

სომალი დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1960 წლიდან, ბრიტანული და იტალიური სომალის გაერთიანების შედეგად.

ეკონომიკა სომალი სუსტად განვითარებული აგრარული ქვეყანაა. ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს სამომთაბარეო მეცხოველეობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა. ნაკლებად განვითარებულია შინამრეწველურ-ხელოსნური წარმოება.

საზღვაო პორტებია: მოგადიშო, ბერბერა, კისიმაიო, მერკა.

საერთაშორისო აეროპორტი - მოგადიშო.

სამოქალაქო ომის გამო 1991 წლიდან რეგულარული შეიარაღებული ძალები გაუქმებულია. სხვადასხვა კლანს ჰყავს თავისი შეიარაღებული ფორმირებები. სომალილენდის და პუნტლენდის რეგიონულ მთავრობებთან ფუნქციონირებს პოლიცია და უსაფრთხოების ძალები.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები