ბულგარეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 16: ხაზი 16:
 
თანამედროვე ბულგარეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1908 წლიდან. იგი [[ნატო (ორგანიზაცია)|ნატოს]] წევრი ქვეყანაა.  
 
თანამედროვე ბულგარეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1908 წლიდან. იგი [[ნატო (ორგანიზაცია)|ნატოს]] წევრი ქვეყანაა.  
  
ბულგარეთში განვითარებულია ინდუსტრიულ-აგრარული მეურნეობა, ტურიზმი, შავი ზღვის კურორტები საერთაშორისო მნიშვნელობისაა.  
+
ბულგარეთში განვითარებულია ინდუსტრიულ-აგრარული მეურნეობა, [[ტურიზმი]], შავი ზღვის კურორტები საერთაშორისო მნიშვნელობისაა.  
  
 
'''მთავარი პორტები''' - ბურგასი, ვარნა.  
 
'''მთავარი პორტები''' - ბურგასი, ვარნა.  

მიმდინარე ცვლილება 11:29, 5 დეკემბერი 2022 მდგომარეობით

დროშა

ბულგარეთი - (Republic of Bulgaria - ბულგარეთის რესპუბლიკა), სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში. აღმოსავლეთით აკრავს შავი ზღვა. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუმინეთი, დასავლეთით - სერბეთი, მაკედონია, სამხრეთით - საბერძნეთი, სამხრეთ- აღმოსავლეთით - თურქეთი.

ფართობი - 110,9 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 7,4 მლნ. კაცი (2012), 85% ბულგარელები.

ოფიციალური ენა - ბულგარული.

დედაქალაქი - ქ. სოფია.

ადმინისტრაციულად იყოფა 9 მხარედ. ბულგარეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა.

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოა სახალხო კრება (ერთპალატიანი პარლამენტი), აღმასრულებელი ორგანო - მინისტრთა საბჭო (მთავრობა).

თანამედროვე ბულგარეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1908 წლიდან. იგი ნატოს წევრი ქვეყანაა.

ბულგარეთში განვითარებულია ინდუსტრიულ-აგრარული მეურნეობა, ტურიზმი, შავი ზღვის კურორტები საერთაშორისო მნიშვნელობისაა.

მთავარი პორტები - ბურგასი, ვარნა.

მთავარი საერთაშორისო აეროპორტი - სოფია.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 26,5 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 16,3 ათ., სამხედრო-საჰაერო 6,7 ათ. და სამხედრო-საზღვაო 3,5 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.



[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები