რეცინ II
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''რეცინ II''' - (ძვ.წ. 740–732) – არამელთა მეფე. რეცინმა და [[...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
[[ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია]] | [[ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია]] | ||
| − | [[ | + | [[კატეგორია:არამის მეფეები ]] |
[[კატეგორია:ებრაელთა ისტორია]] | [[კატეგორია:ებრაელთა ისტორია]] | ||
მიმდინარე ცვლილება 14:19, 3 ივლისი 2018 მდგომარეობით
რეცინ II - (ძვ.წ. 740–732) – არამელთა მეფე. რეცინმა და ისრაელის მეფე ფეკახმა ასურეთის წინააღმდეგ კავშირი შეკრეს, რომელშიც სურდათ იუდეის სამეფოს ჩართვაც, თუმცა უარი მიიღეს, რის პასუხადაც რეცინმა შეუტია იუდეის მეფე ახაზს და მრავალი ქალაქი ააოხრა, ხოლო მოსახლეობის ნაწილი გადაასახლა. ახაზმა დასახმარებლად ასურელებს უხმო, რომლებიც თავს დაესხენ რეცინს და მოკლეს, ხოლო მისი სამეფო დაიპყრეს და პროვინციად აქციეს.