ჩურიგურნიხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჩურიგურნიხა''' (აფხ. Чурыгәныха) – ქურდობისა და ყაჩაღობის მფარვე...)
 
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ჩურგურ-ნიხი“ გადაიტანა გვერდზე „ჩურიგურნიხა“ გადამისამართება...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 16:53, 23 ივლისი 2018 მდგომარეობით

ჩურიგურნიხა (აფხ. Чурыгәныха) – ქურდობისა და ყაჩაღობის მფარველი ხატი (ა-ნიხა) ბზიფის აფხაზეთში. მთიელებთან (უბიხებთან, შაფსუღებთან და სხვ.) სათარეშოდ მიმავალი ყველა აფხაზი მის სახელზე გაგრის ციხის უკან მდებარე კლდესთან ახლოს ლოცულობდა. ჩურიგურ-ნიხას კონუსის ფორმის პურებს და ნაყაჩაღარ ნივთებს ან მოპარული ცხენისა თუ საქონლის ბალნებს სწირავდნენ. აბჟუის აფხაზეთში ამ ხატს „ეირიგ-ააცნიხი“ ერქვა. ჩურიგურ-ნიხა სოფ. ჯირხვაში მდ. ჩურიგურის მახლობლად იყო და, როგორც ჩანს, წმ. გიორგის კულტს უკავშირდებოდა („ა-ერგი“, „ეირიგ-ააცნიხი“).


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • С.Т. Званба. Этнографические этюды. Сух., 1955;
  • М. Джанашвили. Абхазия и абхазцы. (этнографический очерк) // ЗКОИРГО. Тф., 1894. Т. XVI,;
  • В.В. Немирович-Данченко. Море. Абхазское поморье. М., 1897;
  • Ш.Д. Инал-Ипа. Абхазы. (историко-этнографические очерки). Сух., 1965;
  • ნ. ანთელავა. ორსახოვანი წმ. გიორგი ოსურ და აფხაზურ მითოლოგიაში // კავკასიოლოგთა პირველი საერთაშორისო კონგრესის მასალები. თბ., 2007.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები