თჰაღალეჯი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: თჰაღალეჯ-ი (ადიღ. Тхьэгъэлэдж) – მიწათმოქმედებისა და პურეულ კულტ...)
 
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „თჰაგალეჯი“ გადაიტანა გვერდზე „თჰაღალეჯი“ გადამისამართებაზე)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
თჰაღალეჯ-ი (ადიღ. Тхьэгъэлэдж) – მიწათმოქმედებისა და პურეულ კულტურათა ნაყოფიერების ღმერთი ადიღურ მითოლოგიაში. წარმოდგენილია, როგორც თეთრწვერა მოხუცი (სადიდებლებში იწოდება ახალგაზრდად), ძლევამოსილი მხვნელი, 90 ჯიხვის ტყავისაგან შეკერილი მესტებითა და ხელში ოქროს [[არგანი|არგნით]]. ერთბაშად ჭამს 10 ხარის ხორცისგან მომზადებულ წვნიანსა და 800 დესეტინა მიწაზე მოყვანილი [[ფეტვი]]ს [[ღომი|ღომს]]. ნართულ ეპოსში იგი ნათელმხილველ [[უორსარი]]ს ვაჟი და [[ამიში]]სა და [[მამიში]]ს (ვარიანტი: [[თლეფში]]ს) ძმაა. [[ხასა]]ზე – ნართების საბჭოზე – საპატიო ადგილს იკავებს. ნადიმზე ნართი გმირები, უწინარეს ყოვლისა, მის სადიდებელს ამბობენ. თჰაღალეჯი აძლევს ნართებს ფეტვის თესლსა და ასწავლის ხვნა-თესვას; ჩუქნის ოქროს ხეს, რომლის ნაყოფი (ვაშლი) რეპროდუქტულობის [[სიმბოლო|სიმბოლოა]].
+
'''თჰაღალეჯ-ი''' (ადიღ. Тхьэгъэлэдж) – მიწათმოქმედებისა და პურეულ კულტურათა ნაყოფიერების ღმერთი ადიღურ მითოლოგიაში. წარმოდგენილია, როგორც თეთრწვერა მოხუცი (სადიდებლებში იწოდება ახალგაზრდად), ძლევამოსილი მხვნელი, 90 ჯიხვის ტყავისაგან შეკერილი მესტებითა და ხელში ოქროს [[არგანი|არგნით]]. ერთბაშად ჭამს 10 ხარის ხორცისგან მომზადებულ წვნიანსა და 800 დესეტინა მიწაზე მოყვანილი [[ფეტვი]]ს [[ღომი|ღომს]]. ნართულ ეპოსში იგი ნათელმხილველ [[უორსარი]]ს ვაჟი და [[ამიში]]სა და [[მამიში]]ს (ვარიანტი: [[თლეფში]]ს) ძმაა. [[ხასა]]ზე – ნართების საბჭოზე – საპატიო ადგილს იკავებს. ნადიმზე ნართი გმირები, უწინარეს ყოვლისა, მის სადიდებელს ამბობენ. თჰაღალეჯი აძლევს ნართებს ფეტვის თესლსა და ასწავლის ხვნა-თესვას; ჩუქნის ოქროს ხეს, რომლის ნაყოფი (ვაშლი) რეპროდუქტულობის [[სიმბოლო|სიმბოლოა]].
  
 
ჩერქეზები თჰაღალეჯის სადიდებელს სხვადასხვა შემთხვევებში (პირველი ხნულის გავლების, მარცვლეულის მკისა და ლეწვის დროს, ახალი მოსავლით გამომცხვარი სარიტუალო ფუნთუშებისა და ღვეზლების ჭამის წინ) წარმოთქვამდნენ, მაგრამ მისი სახელობის მთავარი სადიდებელი „პირველი ხნულის
 
ჩერქეზები თჰაღალეჯის სადიდებელს სხვადასხვა შემთხვევებში (პირველი ხნულის გავლების, მარცვლეულის მკისა და ლეწვის დროს, ახალი მოსავლით გამომცხვარი სარიტუალო ფუნთუშებისა და ღვეზლების ჭამის წინ) წარმოთქვამდნენ, მაგრამ მისი სახელობის მთავარი სადიდებელი „პირველი ხნულის

მიმდინარე ცვლილება 15:59, 30 ივლისი 2018 მდგომარეობით

თჰაღალეჯ-ი (ადიღ. Тхьэгъэлэдж) – მიწათმოქმედებისა და პურეულ კულტურათა ნაყოფიერების ღმერთი ადიღურ მითოლოგიაში. წარმოდგენილია, როგორც თეთრწვერა მოხუცი (სადიდებლებში იწოდება ახალგაზრდად), ძლევამოსილი მხვნელი, 90 ჯიხვის ტყავისაგან შეკერილი მესტებითა და ხელში ოქროს არგნით. ერთბაშად ჭამს 10 ხარის ხორცისგან მომზადებულ წვნიანსა და 800 დესეტინა მიწაზე მოყვანილი ფეტვის ღომს. ნართულ ეპოსში იგი ნათელმხილველ უორსარის ვაჟი და ამიშისა და მამიშის (ვარიანტი: თლეფშის) ძმაა. ხასაზე – ნართების საბჭოზე – საპატიო ადგილს იკავებს. ნადიმზე ნართი გმირები, უწინარეს ყოვლისა, მის სადიდებელს ამბობენ. თჰაღალეჯი აძლევს ნართებს ფეტვის თესლსა და ასწავლის ხვნა-თესვას; ჩუქნის ოქროს ხეს, რომლის ნაყოფი (ვაშლი) რეპროდუქტულობის სიმბოლოა.

ჩერქეზები თჰაღალეჯის სადიდებელს სხვადასხვა შემთხვევებში (პირველი ხნულის გავლების, მარცვლეულის მკისა და ლეწვის დროს, ახალი მოსავლით გამომცხვარი სარიტუალო ფუნთუშებისა და ღვეზლების ჭამის წინ) წარმოთქვამდნენ, მაგრამ მისი სახელობის მთავარი სადიდებელი „პირველი ხნულის სადღეგრძელოს“ სახით ითქმოდა:

ოქროს თჰაღალეჯო, ახალგაზრდა თჰაღალეჯო,
როცა ვიწრო ხნული გაჰყავთ,
შენ იყავ მფარველი,
შენ იყავ მოწყალე, ოქროს თჰაღალეჯო,
რათა უხვი მოსავალ მივიღოთ,
ისეთი, რომ ფეტვი თავს იწონებდეს,
მხედარს ზემოდან დაყურებდეს,
როცა ნამგალს მოვდებთ,
ხელში მთელი ძნა შეგვრჩეს,
ერთმა ძნამ მთელი ბეღელი გაავსოს.
როცა მოსავალს შინ წავიღებთ,
ბებერი ხარები (ტვირთის სიმძიმისგან) ოხრავდნენ,
ახალგაზრდები – ძირს ეცემოდნენ.
როცა კალოზე მივიტანთ,
კალოს კიდეები ფართოვდებოდეს,
როცა ბეღელში შევყრით,
იატაკი დაბლა ვარდებოდეს.

თჰაღალეჯი ბევრ სადიდებელში „უკვდავად“ იხსენიება, ნართულ თქმულებებში კი მოკვდავია. ეს გასაგებია, რადგან, როგორც მცენარეთა მფარველი ღვთაება, თჰაღალეჯი ზამთარში უნდა მოკვდეს, ხოლო გაზაფხულზე ახალ მოსავალში უნდა გაცოცხლდეს. ადიღებს თჰაღალეჯის სახელობის ზუსტად დადგენილი კალენდარული დღეობა და მსხვერპლშეწირვა არ შემოუნახავთ. მაგრამ ფოლკლორული მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაზაფხულზე სასოფლო-სამეურნეო იარაღებისა და გამწევი ძალის მომზადების, განსაკუთრებით კი ხვნის დაწყების წინ და მისი დასრულების შემდეგ ჩერქეზები ღვთაების სადიდებელ ზეიმს აწყობდნენ („ვაკო დეჭი“, „ვაკოჴიჰეჟ შიღაჟე“).


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Лавров Л. И. Доисламские верования адыгейцев и кабардинцев // Исследования и материалы по вопросам первобытных религиозных верований. Труды Института этнографии им. Н. Н. Миклухо-Маклая. Новая серия. Т. 51. М., 1959;
  • Мижаев М. И. Мифологическая и обрядовая поэзия адыгов. Черкесск, 1973;
  • მისივე, Тхагаледж // Мифы народов мира. Т. II. М., 1982;
  • Шортанов А. Т. Адыгская мифология. Нальчик, 1982;
  • Мыжей М., Пащты М. Адыгэ мифологием и энциклопедие. Тхьэхэр, лIыхъужьхэр, культхэр, нэщэнэхэр. Черкесск-Налшык-Мейкъуапэ. 2012.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები