საფეთქლისმიერი ეპილეფსია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''საფეთქლისმიერი ეპილეფსია''' - (temporal lobe epilepsy) პარციალური ეპილეფსი...) |
|
| (ერთი მომხმარებლის 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |
მიმდინარე ცვლილება 12:56, 13 სექტემბერი 2018 მდგომარეობით
საფეთქლისმიერი ეპილეფსია - (temporal lobe epilepsy) პარციალური ეპილეფსია, რომლის დროსაც გულყრის გამომწვევი პათოლოგიური ნეირონული აგზნების ან თავის ტვინის დაზიანების კერები მთლიანად ან ნაწილობრივ ლოკალიზდება საფეთქლის წილში. ამ ფორმის ეპილეფსიის დროს აღინიშნება გულყრები – ელემენტარული სენსორული (სმენითი, ყნოსვითი ან გემოვნებითი ჰალუცინაციები) ან მოტორული (მათ შორის. აფაზიური სიმპტომები). ასევე შეიძლება გამოვლინდეს ფსიქიკური (ფსიქიკური ეპილეფსიური გულყრა), ფსიქოსენსორული (ეპილეფსიური გულყრა, ილუზიებით; ეპილეფსიური გულყრა, ჰალუცინაციებით) ან ფსიქომოტორული (ეპილეფსიური გულყრა, ავტომატიზმის მოვლენებით) სიმპტომები.
[რედაქტირება] სინონიმი
ფსიქომოტორული ეპილეფსია