ტიტანიდები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:ბერძნული მითები]] | [[კატეგორია:ბერძნული მითები]] | ||
| + | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
| + | [[კატეგორია:ტიტანები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 13:34, 3 ივლისი 2017 მდგომარეობით
ტიტანიდები – (ბერძნ.) ტიტანთა დები. ურანოსისა და გეას ასულები: თეა, რეა, თემისი, მნემოსინე, ფოიბე, ტეთისი.
არსებობს სხვა ნუსხაც, სადაც მნემოსინესა და თემისის ნაცვლად დასახელებულნი არიან კლიმენე და ევრიბიე. ტიტანიდებად უხმობდნენ აგრეთვე ურანოსისა და გეას შვილიშვილებს: ლეტოს, ასტერიას, სელენეს, ეოსსა და სხვებს.