ჰიეროგამია
| (ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ჰიეროგამია''' – ''(ბერძნ.)'' „წმიდა ქორწინება“, ძველ რელიგიებსა და | + | '''ჰიეროგამია''' – ''(ბერძნ.)'' „წმიდა ქორწინება“, ძველ [[რელიგია|რელიგიებსა]] და [[მითოლოგია]]ში ღვთაებრივი წყვილის, ღმერთისა და ქალღმერთის შეუღლება, რომელიც წარმოადგენდა მიწიერი წყვილის შეუღლების წინასახეს, არქეტიპს. |
| + | |||
| + | ასეთი წყვილი შუამდინარეთში იყვნენ [[დუმუზი და ინანა]]. [[ურუქი|ურუქში]], რომლის მფარველი ღვთაება ქალღმერთი იყო, სახელდობრ, [[ინანა]], [[ურუქი|ურუქის]] მეფე მის მიწიერ მეუღლედ ითვლებოდა, ოღონდ რეალური კავშირი ქალღმერთის ტაძრის მხევალთან, ე.წ. საღვთო როსკიპთან მყარდებოდა. ამ საქორწინო შეუღლებაში ისინი დუმუზი-ინანას განასახიერებდნენ, რაც ყოველგვარი ნაყოფიერებისა და ქალაქის კეთილდღეობის [[გარანტია]] იყო. [[გილგამეში]]ს ეპოსში [[იშთარი]]ს ტაძრის ერთ-ერთი საღვთო როსკიპი, სახელად, [[შამხათი]] („მხიარული“) [[ენქიდუ]]ს განკაცების ინიციატორია, მასთან შეუღლების შემდეგ ნახევრად ველური ([[ლულუ]]) სრულყოფილ ადამიანად გარდაიქმნება. | ||
მიმდინარე ცვლილება 23:23, 19 სექტემბერი 2023 მდგომარეობით
ჰიეროგამია – (ბერძნ.) „წმიდა ქორწინება“, ძველ რელიგიებსა და მითოლოგიაში ღვთაებრივი წყვილის, ღმერთისა და ქალღმერთის შეუღლება, რომელიც წარმოადგენდა მიწიერი წყვილის შეუღლების წინასახეს, არქეტიპს.
ასეთი წყვილი შუამდინარეთში იყვნენ დუმუზი და ინანა. ურუქში, რომლის მფარველი ღვთაება ქალღმერთი იყო, სახელდობრ, ინანა, ურუქის მეფე მის მიწიერ მეუღლედ ითვლებოდა, ოღონდ რეალური კავშირი ქალღმერთის ტაძრის მხევალთან, ე.წ. საღვთო როსკიპთან მყარდებოდა. ამ საქორწინო შეუღლებაში ისინი დუმუზი-ინანას განასახიერებდნენ, რაც ყოველგვარი ნაყოფიერებისა და ქალაქის კეთილდღეობის გარანტია იყო. გილგამეშის ეპოსში იშთარის ტაძრის ერთ-ერთი საღვთო როსკიპი, სახელად, შამხათი („მხიარული“) ენქიდუს განკაცების ინიციატორია, მასთან შეუღლების შემდეგ ნახევრად ველური (ლულუ) სრულყოფილ ადამიანად გარდაიქმნება.