ხუდუჭი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „გუდუჭი“ გადაიტანა გვერდზე „ხუდუჭი“ გადამისამართებაზე)
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „გეგუჭი“ გადაიტანა გვერდზე „ხუდუჭი“ გადამისამართებაზე)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 17:10, 25 სექტემბერი 2018 მდგომარეობით

ხუდუჭ-ი || გუდუჭ-ი / გეგუჭ-ი (ხუნძ. ХудучI || ГудучI / ГегучI) – ხუნძური (ხუნძახური, ანდალალური) პანდემონიუმის პერსონაჟი – ფეხმძიმე ქალის მუცლიდან ნაყოფის მპარავი დემონი. მისი გარეგნული სახისა და სამკვიდროს შესახებ ცნობა არ შემონახულა. ავსულის ძირითადი ფუნქცია მამრობითი სქესის სამ ან შვიდთვიანი ნაყოფის ღამით მოპარვა იყო; ქურდობის დროს ქალი რაიმე ტკივილს არ გრძნობდა. ხუდუჭი (გუდუჭი) ჩანასახს ართმევდა რჩეულ, რელიგიურ ქალებს, რომელთაგან ბარაქა გამოდიოდა. ნაყოფის მოპარვის შემდეგ, გუდუჭი კარის ზღურბლზე ან ქალის ლოგინზე ერთ, სამ ან რამდენიმე წვეთ სისხლს ტოვებდა. ამიტომ შეშინებული ფეხმძიმე ქალები ზღურბლზე ან ზღურბლს იქით ნაცარს ყრიდნენ, რათა ავსული სახლში ვერ შემოსულიყო. ზოგან თვლიდნენ, რომ გაქურდული ქალი მომავალში არ დაფეხმძიმდებოდა; სწამდათ, რომ ნაქურდალი ხუდუჭს „უნაგირას მთაზე" (КьилимегIер) ნადირთპატრონ ბუდალაალთან („ბუდუალი“) მიჰქონდა. შესაძლოა, სწორედ ამან გამოიწვია ყოისუელებსა, ჰიდათლელებსა და ხვარშელებში ხუდუჭისა და ბუდალაალის სახეთა კონტამინაცია და ამ უკანასკნელის მიჩნევა ნაყოფის მომპარავ დემონად.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ხუდუჭის მიერ დედის მუცლიდან მოპარული ბავშვები ბუდულაღზაბები (БудулагIзаб) – ფაუნისა და ფლორის მფარველები – ხდებოდნენ.

ზოგიერთ ხუნძახურ სოფელში ყბედ, ცნობისმოყვარე და არამკითხე ადამიანებს ხუდუჭს უწოდებდნენ.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Агларов М. А. Языческое святилище на вершине горы Бахарган (К изучению общинных и региональных культов в Дагестане // Мифология народов Дагестана. Махачкала, 1984;
  • Сефербеков Р. И. К характеристике некоторых мифологических персонажей аварцев-андалальцев // Вестник Дагестанского научного центра. 2004, №19;
  • Халидова М. Р. Образ покровителя охоты, зверей в преданиях и легендах народов Дагестана // Дагестанская проза. Махачкала, 1982;
  • მისივე, Устное народное творчество аварцев. Махачкала, 2004;
  • Алигаджиева З., Сефербеков Р. Мифологические персонажи традиционных верований аварцев-каралальцев // კავკასია და მსოფლიო. თბ., 2013, № 16.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები