სეზონური აფექტური აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სეზონური აფექტური აშლილობა''' - ზოგიერთი პაციენტი დეპრესიუ...)
 
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 16: ხაზი 16:
 
[[კატეგორია:ფსიქიატრიული ტერმინები]]
 
[[კატეგორია:ფსიქიატრიული ტერმინები]]
 
[[კატეგორია:აფექტური აშლილობა]]
 
[[კატეგორია:აფექტური აშლილობა]]
 +
[[კატეგორია:დეპრესია]]
 +
[[კატეგორია:გუნება-განწყობის აშლილობა]]

მიმდინარე ცვლილება 15:00, 30 ოქტომბერი 2018 მდგომარეობით

სეზონური აფექტური აშლილობა - ზოგიერთი პაციენტი დეპრესიული ხდება წელიწადის ერთსა და იმავე დროს, უპირატესად, შემოდგომასა და ზამთარში. სეზონური აფექტური აშლილობის განვითარებას შესაძლოა, ხელი შეუწყოს ცხოვრებისეულმა პრობლემებმაც, თუმცა, ხშირად სრულიად უმიზეზოდაც იჩენს თავს. ამდენად, ვარაუდობენ, რომ სეზონური აფექტური აშლილობა წელიწადის დროების ცვლილებას, მაგალითად, დღის სინათლის ხანგრძლივობას უკავშირდება. სეზონური აფექტური აშლილობების ძირითადი მახასიათებელი მათი სეზონურობა; ამასთან, გუნებ-განწყობის სხვა აშლილობებთან შედარებით, ამ დროს უფრო ხშირია შემდეგი სიმპტომები:

  • ჰიპერსომნია;
  • მადის მომატება - ნახშირწყლების მიღების დაუოკებელი სურვილი;
  • საღამოობით ენერგიის დაქვეითება.

შეტევა, როგორც წესი, შემოდგომაზე, ან ზამთარში ვითარდება. აქედან გამომდინარე, მას „ზამთრის დეპრესიასაც“ უწოდებენ. ზოგ პაციენტს ზაფხულის პერიოდში შეიძლება მანია ან ჰიპომანია განუვითარდეს, რაც ბიპოლარულ სეზონურ აშლილობაზე მიუთითებს. ამდენად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დღის სინათლის შემცირება მნიშვნელოვანი ფაქტორია დეპრესიის პათოფიზიოლოგიისთვის, ამიტომ მკურნალობის მეთოდები უნდა ითვალისწინებდეს დაბნელებისას ხელოვნურ სინათლეზე ყოფნას (Eagles, 2004).



[რედაქტირება] წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები