დაუშჯერჯი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „დაუშჯერჯი“ გადაიტანა გვერდზე „ჯარჯი“) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „აუშიგერი“ გადაიტანა გვერდზე „დაუშჯერჯი“ გადამისამართებაზე) |
| (ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |
მიმდინარე ცვლილება 17:26, 2 ნოემბერი 2018 მდგომარეობით
დაუშჯერჯი /ჯარჯ-ი / აუშიჯერ-ი / აუშიგერ-ი (ადიღ. Даущджэрджий, Джэрдж, Аущыджэр, Аущыгьэр) – წმ. გიორგი – მამაკაცთა ღვთაება, მოთარეშეთა და მონადირეთა მფარელი ადიღურ მითოლოგიაში; ჩერქეზეთში ქრისტიანობის გავრცელების პერიოდიდან წარმოადგენდა ზეკოთჰასა და მეზითჰას დუბლიკატს. რიგ სიუჟეტებში დაუშჯერჯი გვევლინება მონადირედ ან მონადირეთა მფარველად, რომლის შეხებითაც გმირის იარაღი უფრო ბასრი ხდება. წმ. გიორგის თაყვანისცემაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ადიღთა შორის XIX ს-ის შუახანებში სახელი გიორგი ფართოდ იყო გავრცელებული. ამასვე მოწმობს ყაბარდოში არსებული სოფლის „აუშიგერის“ სახელწოდებაც.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Лавров Л. И. Доисламские верования адыгейцев и кабардинцев // Исследования и материалы по вопросам первобытных религиозных верований. Труды Института этнографии им. Н. Н. Миклухо-Маклая. Новая серия. Т. 51. М., 1959;
- Мижаев М. И. Даушджерджйи // Мифы народов мира. Т. I. М., 1980;
- Адыгская (черкесская) энциклопедия. М., 2006;
- Марзей А. С. Черкесское наездничество «ЗекIуэ» (Из истории военного быта черкесов в XVIII – первой половине XIX века). М., 2000;
- Шортанов А. Т.Адыгская мифология. НальЧик, 1982.