ბიითიქი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ბიჲთიქ-ი''' ''(ბალყ.-ყარაჩ. Бийтик)'' – ქვის [[სული]] ბალყარულ-ყარაჩულ | + | '''ბიჲთიქ-ი''' ''(ბალყ.-ყარაჩ. Бийтик)'' – ქვის [[სული]] ბალყარულ-ყარაჩულ [[მითოლოგია]]ში; ცხოვრობს ჩეგემის ხეობაში არსებული მთის – ბილდიშქის – მწვერვალზე. ბიჲთიქი იმ მონადირეებს, რომლებიც წმინდა ქვებს სათანადო პატივს არ მიაგებენ და არ ეთაყვანებიან, სასტიკად სჯის: მისი განრისხება ქვათა ცვენას იწვევს, რისგანაც [[ადამიანი|ადამიანები]] და ცხოველები იღუპებიან. ბიჲთიქის პატივსაცემად ფერადი ქვის მიწაში ჩამარხვის წესი სრულდებოდა. |
მიმდინარე ცვლილება 23:48, 19 სექტემბერი 2023 მდგომარეობით
ბიჲთიქ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Бийтик) – ქვის სული ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში; ცხოვრობს ჩეგემის ხეობაში არსებული მთის – ბილდიშქის – მწვერვალზე. ბიჲთიქი იმ მონადირეებს, რომლებიც წმინდა ქვებს სათანადო პატივს არ მიაგებენ და არ ეთაყვანებიან, სასტიკად სჯის: მისი განრისხება ქვათა ცვენას იწვევს, რისგანაც ადამიანები და ცხოველები იღუპებიან. ბიჲთიქის პატივსაცემად ფერადი ქვის მიწაში ჩამარხვის წესი სრულდებოდა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
Кудаев М. Язык охотника //Библиотека „Минги Тау“, № 7. Нальчик, 2010.