სავარცხელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | ||
| − | [[კატეგორია:მცენარეები]] | + | [[კატეგორია:ერთწლიანი მცენარეები]] |
| + | [[კატეგორია:ორწლიანი მცენარეები]] | ||
| + | [[კატეგორია:ყვავილოვანი მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ნემსიწვერასებრნი]] | [[კატეგორია:ნემსიწვერასებრნი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:16, 1 ოქტომბერი 2019 მდგომარეობით
სავარცხელა – (Erodium cicutarium [L.] L’Her.); ოჯახი: ნემსიწვერასებრნი (Geraniaceae). ერთ ან ორწლიანი მცენარეა, 5-35 სმ სიგრძის, დატოტვილი, გართხმული ან წამოწეული, ზოგჯერ მცენარე უღეროა. დაფარულია გაფარჩხული ბეწვით. ფესვთანური და ღეროსეული ფოთლები ძირამდეა ფრთისებურად განკვეთილი კვერცხისებურ-ელიფსურ სეგმენტებად, რომლებიც, თავის მხრივ, არის ფრთისებურად განკვეთილი მოგრძო ნაკვთებად. ყვავილედი იღლიურია, 2-7-ყვავილიანი. გვირგვინი, ძირითადად, ვარდისფერია (შეფერილობა – მოთეთრო ფერიდან მუქ იისფრამდე). ყვ. ნაყ. IV-VII. მცენარე იზრდება მშრალ, ქვიან ფერდობებზე, ველობებზე. კახეთში ფართოდ არის გავრცელებული და მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. ცნობილია მთელ საქართველოში.