ენლილი
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''ენლილი''' – ''(შუამდ.)'' „უფალი-ჰაერის სივრცე“, შუმერული წარმომავლობის უზენაესი სამების მეორე წევრი [[პანთეონი|პანთეონში]] ([[ანუ]] ენლილი [[ენქი]]). | '''ენლილი''' – ''(შუამდ.)'' „უფალი-ჰაერის სივრცე“, შუმერული წარმომავლობის უზენაესი სამების მეორე წევრი [[პანთეონი|პანთეონში]] ([[ანუ]] ენლილი [[ენქი]]). | ||
| − | ენლილის [[კულტი]] დაკავშირებული იყო ქალაქ ნიურთან, სადაც იდგა მისი მთავარი ტაძარი ექური („სახლი-მთა“). შუმერული კოსმოგონიური ნაწყვეტის თანახმად ენლილმა გააშორიშორა ერთიმეორისაგან ცა და მიწა და თავისი „ოქროს [[ცული|ცულით]]“ გადაკვეთა მათი შემაკავშირებელი „ჭიპლარი“ და თავად ჩადგა რა მათ შორის, როგორც [[დურანქი]] („ჭიპლარი ცისა და მიწისა“). აქედან მოდის ნიპურის ტაძრის ეპითეტი დურანქი და თავად ენლილის გავრცელებული ზედწოდება „დიდი მთა“ (ქურ-გალ), რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მთასავით არის აღმართული ცასა და მიწას, ასახიერებს რა სამყაროს „დიდ სვეტს“ (დიმ-გალ). იგი ავსებს მათ შორის სივრცეს და ამიტომაც ეწოდება მას „ქვეყნის გამვრცობი უფალი“, რაც სრულ შესატყვისშია მისი სახელის შინაარსთან („უფალი-სივრცე“). | + | ენლილის [[კულტი]] დაკავშირებული იყო ქალაქ ნიურთან, სადაც იდგა მისი მთავარი ტაძარი ექური („სახლი-მთა“). შუმერული კოსმოგონიური ნაწყვეტის თანახმად ენლილმა გააშორიშორა ერთიმეორისაგან ცა და მიწა და თავისი „ოქროს [[ცული|ცულით]]“ გადაკვეთა მათი შემაკავშირებელი „ჭიპლარი“ და თავად ჩადგა რა მათ შორის, როგორც [[დურანქი]] („ჭიპლარი ცისა და მიწისა“). აქედან მოდის ნიპურის ტაძრის [[ეპითეტი]] დურანქი და თავად ენლილის გავრცელებული ზედწოდება „დიდი მთა“ (ქურ-გალ), რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მთასავით არის აღმართული ცასა და მიწას, ასახიერებს რა სამყაროს „დიდ სვეტს“ (დიმ-გალ). იგი ავსებს მათ შორის სივრცეს და ამიტომაც ეწოდება მას „ქვეყნის გამვრცობი უფალი“, რაც სრულ შესატყვისშია მისი სახელის შინაარსთან („უფალი-სივრცე“). |
რაკი ენლილს შუასკნელი ანუ ადამიანთა საცხოვრებელი სივრცე უჭირავს, იგი ითვლება კაცობრიობის ღმერთად, თუმცა ადამიანებისათვის უფრო მეტი [[უბედურება]] მოაქვს, ვიდრე სიკეთე. მისი იდეა იყო კაცთა მოდგმის სრული მოსპობა წარღვნის საშუალებით, მაგრამ როდესაც ერთადერთი გადარჩენილი ადამიანი ([[ზიუსუდრა]]) იხილა, იძულებული შეიქმნა გაეუკვდავებინა იგი. | რაკი ენლილს შუასკნელი ანუ ადამიანთა საცხოვრებელი სივრცე უჭირავს, იგი ითვლება კაცობრიობის ღმერთად, თუმცა ადამიანებისათვის უფრო მეტი [[უბედურება]] მოაქვს, ვიდრე სიკეთე. მისი იდეა იყო კაცთა მოდგმის სრული მოსპობა წარღვნის საშუალებით, მაგრამ როდესაც ერთადერთი გადარჩენილი ადამიანი ([[ზიუსუდრა]]) იხილა, იძულებული შეიქმნა გაეუკვდავებინა იგი. | ||
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
ენლილი ითვლებოდა შუმერელი ხალხის ეროვნული ერთიანობის ღმერთად, რომელიც არიგებდა ერთმანეთში შუმერის დამოუკიდებელ ქალაქ-სახელმწიფოთა მფარველ ღვთაებებს. ენლილს ყოველ მნიშვნელოვან ქალაქში ჰყავდა თავისი ნაცვალი, რომელსაც ეპყრა ქალაქის „ენლილობა“ და იწოდებოდა მის „ენლილად“. | ენლილი ითვლებოდა შუმერელი ხალხის ეროვნული ერთიანობის ღმერთად, რომელიც არიგებდა ერთმანეთში შუმერის დამოუკიდებელ ქალაქ-სახელმწიფოთა მფარველ ღვთაებებს. ენლილს ყოველ მნიშვნელოვან ქალაქში ჰყავდა თავისი ნაცვალი, რომელსაც ეპყრა ქალაქის „ენლილობა“ და იწოდებოდა მის „ენლილად“. | ||
| − | ენლილის მდედრული ცალია [[ნინლილი]], რომლის სახელი როგორაც ჩანს, ხელოვნურად არის შექმნილი მისი ანალოგიით. ენლილის შვილებია [[ადადი]], [[ნერგალი]], [[ნუსქუ]], [[სინი]], [[შამაში]] და სხვ. მისი [[პირმშო]] კი არის [[ნინგირსუ]] (ან [[ნინურთა]]). | + | ენლილის მდედრული ცალია [[ნინლილი]], რომლის სახელი როგორაც ჩანს, ხელოვნურად არის შექმნილი მისი ანალოგიით. ენლილის შვილებია [[ადადი]], [[ნერგალი]], [[ნუსქუ]], [[სინი (მითოლოგია)|სინი]], [[შამაში]] და სხვ. მისი [[პირმშო]] კი არის [[ნინგირსუ]] (ან [[ნინურთა]]). |
მიმდინარე ცვლილება 14:43, 26 დეკემბერი 2023 მდგომარეობით
ენლილი – (შუამდ.) „უფალი-ჰაერის სივრცე“, შუმერული წარმომავლობის უზენაესი სამების მეორე წევრი პანთეონში (ანუ ენლილი ენქი).
ენლილის კულტი დაკავშირებული იყო ქალაქ ნიურთან, სადაც იდგა მისი მთავარი ტაძარი ექური („სახლი-მთა“). შუმერული კოსმოგონიური ნაწყვეტის თანახმად ენლილმა გააშორიშორა ერთიმეორისაგან ცა და მიწა და თავისი „ოქროს ცულით“ გადაკვეთა მათი შემაკავშირებელი „ჭიპლარი“ და თავად ჩადგა რა მათ შორის, როგორც დურანქი („ჭიპლარი ცისა და მიწისა“). აქედან მოდის ნიპურის ტაძრის ეპითეტი დურანქი და თავად ენლილის გავრცელებული ზედწოდება „დიდი მთა“ (ქურ-გალ), რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მთასავით არის აღმართული ცასა და მიწას, ასახიერებს რა სამყაროს „დიდ სვეტს“ (დიმ-გალ). იგი ავსებს მათ შორის სივრცეს და ამიტომაც ეწოდება მას „ქვეყნის გამვრცობი უფალი“, რაც სრულ შესატყვისშია მისი სახელის შინაარსთან („უფალი-სივრცე“).
რაკი ენლილს შუასკნელი ანუ ადამიანთა საცხოვრებელი სივრცე უჭირავს, იგი ითვლება კაცობრიობის ღმერთად, თუმცა ადამიანებისათვის უფრო მეტი უბედურება მოაქვს, ვიდრე სიკეთე. მისი იდეა იყო კაცთა მოდგმის სრული მოსპობა წარღვნის საშუალებით, მაგრამ როდესაც ერთადერთი გადარჩენილი ადამიანი (ზიუსუდრა) იხილა, იძულებული შეიქმნა გაეუკვდავებინა იგი.
ენლილი ითვლებოდა შუმერელი ხალხის ეროვნული ერთიანობის ღმერთად, რომელიც არიგებდა ერთმანეთში შუმერის დამოუკიდებელ ქალაქ-სახელმწიფოთა მფარველ ღვთაებებს. ენლილს ყოველ მნიშვნელოვან ქალაქში ჰყავდა თავისი ნაცვალი, რომელსაც ეპყრა ქალაქის „ენლილობა“ და იწოდებოდა მის „ენლილად“.
ენლილის მდედრული ცალია ნინლილი, რომლის სახელი როგორაც ჩანს, ხელოვნურად არის შექმნილი მისი ანალოგიით. ენლილის შვილებია ადადი, ნერგალი, ნუსქუ, სინი, შამაში და სხვ. მისი პირმშო კი არის ნინგირსუ (ან ნინურთა).