სამჭედლო
(→წყარო) |
|||
| (2 მომხმარებლების 9 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:SamWedlo.jpg|thumb|| | + | [[ფაილი:SamWedlo.jpg|thumb||200პქ|სამჭედლო]] |
| − | '''სამჭედლო ''''' | + | '''სამჭედლო ''' - ''(სამჭედური (იმერ.)'' - სამჭედლო სახლი, [[ნაგებობა]], [[ქოხი]], სადაც ხელოსანი მჭედელი წარმართავს საქმიანობას. ერთი სამჭედლო ყველა სოფელში ფუნქციონირებდა და თითქმის XX ს-ის შუა ხანებამდე შემოინახა თავი [[საქართველო|საქართველოს]] სხვადასხვა კუთხეში. |
| + | [[ფაილი:SamWedlo1.jpg|thumb|მარცხნივ|200პქ|სამჭედლო]] | ||
| + | „სამჭედლო ქოხს“ აქვს ფართო [[სარკმელი]] („დარაბა“). შუა ადგილას გამართულია სამჭედლო ქურა საბერველითა და ყველა საჭირო ინვენტარით ([[გრდემლი]], საწრთობი, წყლის ჭურჭელი გეჯა, [[როფი]], მანგანა, ხელკვერები, მარწუხები, [[ურო]] სხვადასხვა ზომის, სანახშირე [[გოდორი]]). კედლების გასწვრივ გამართულია თაროები სხვადასხვა იარაღისა და აქ გამოჭედილი მზა ნაწარმის დასაწყობად. | ||
| − | + | სამჭედლო ქოხი ან ფარდული გამართული იყო, როგორც წესი, თვალსაჩინო ადგილას - სამიმოსვლო გზასთან, თემშარასთან, გზაჯვარედინზე, სოფლად - ცენტრში, მაგრამ საცხოვრებელი სახლებიდან მოშორებით, ცეცხლისა და შესაძლო ხანძრის თავიდან ასაცილებლად. | |
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | ნ. რეხვიაშვილი, მჭედლობა რაჭაში, 1953. ნ. რეხვიაშვილი, ქართული ხალხური მეტალურგია, 1964. | + | |
| + | |||
| + | == ლიტერატურა == | ||
| + | * ნ. რეხვიაშვილი, მჭედლობა რაჭაში, 1953. | ||
| + | * ნ. რეხვიაშვილი, ქართული ხალხური მეტალურგია, 1964. | ||
| + | |||
== წყარო == | == წყარო == | ||
| ხაზი 17: | ხაზი 21: | ||
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | [[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | ||
| − | [[კატეგორია:შენობა-ნაგებობები]][[კატეგორია: | + | [[კატეგორია:შენობა-ნაგებობები]] |
| + | [[კატეგორია:სახელოსნო]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:08, 3 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით
სამჭედლო - (სამჭედური (იმერ.) - სამჭედლო სახლი, ნაგებობა, ქოხი, სადაც ხელოსანი მჭედელი წარმართავს საქმიანობას. ერთი სამჭედლო ყველა სოფელში ფუნქციონირებდა და თითქმის XX ს-ის შუა ხანებამდე შემოინახა თავი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
„სამჭედლო ქოხს“ აქვს ფართო სარკმელი („დარაბა“). შუა ადგილას გამართულია სამჭედლო ქურა საბერველითა და ყველა საჭირო ინვენტარით (გრდემლი, საწრთობი, წყლის ჭურჭელი გეჯა, როფი, მანგანა, ხელკვერები, მარწუხები, ურო სხვადასხვა ზომის, სანახშირე გოდორი). კედლების გასწვრივ გამართულია თაროები სხვადასხვა იარაღისა და აქ გამოჭედილი მზა ნაწარმის დასაწყობად.
სამჭედლო ქოხი ან ფარდული გამართული იყო, როგორც წესი, თვალსაჩინო ადგილას - სამიმოსვლო გზასთან, თემშარასთან, გზაჯვარედინზე, სოფლად - ცენტრში, მაგრამ საცხოვრებელი სახლებიდან მოშორებით, ცეცხლისა და შესაძლო ხანძრის თავიდან ასაცილებლად.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ნ. რეხვიაშვილი, მჭედლობა რაჭაში, 1953.
- ნ. რეხვიაშვილი, ქართული ხალხური მეტალურგია, 1964.