მორგვი (ხელსაწყო)
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
== ლიტერატურა == | == ლიტერატურა == | ||
| − | + | ლ. ბოჭორიშვილი, კახური კერამიკა, 1949. | |
| − | ლ. ბოჭორიშვილი, კახური კერამიკა, 1949 | + | |
== წყარო == | == წყარო == | ||
| ხაზი 21: | ხაზი 20: | ||
[[კატეგორია:მეთუნეობა]] | [[კატეგორია:მეთუნეობა]] | ||
[[კატეგორია:კერამიკა]] | [[კატეგორია:კერამიკა]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:დანადგარები]] |
მიმდინარე ცვლილება 01:00, 11 ნოემბერი 2021 მდგომარეობით
მორგვი - თიხის ჭურჭლის დასამზადებელი ხელსაწყო.
საქართველოში ჭურჭლის დასამზადებლად დღეისათვის ორგვარი კონსტრუქციის მორგვი გამოიყენება, პირველი, უფრო ძველი და პრიმიტიული - „ხელის მორგვი“ და მეორე, უფრო განვითარებული „ჩარხი“, ანუ „ფეხის ჩარხი“.
ხელის მორგვი შედგება მრგვალი დისკოსაგან (მორგვის თავი ანუ მორგვი), „სამფეხისა“ (მორგვის ფეხისა) და „ჭიჭლაკის“, ანუ „მორგვის ძუძუსაგან“. ჭიჭლაკზე მორგვის თავია ჩამოცმული და ხელის ან ფეხის შეხებით ორივე მიმართულებით მოძრაობს. მორგვის ძირი და თავი კოპიტის ან ნიგვზის ხისაგან მზადდება, ჭიჭლაკი კი ბზისაგან.
სამეთუნეო საქმეში მორგვის გამოყენებამ სრული გადატრიალება მოახდინა. ეს იყო ტექნიკური პროგრესი, რომლის დროსაც ხელოსანს შესაძლებლობა ეძლეოდა ორივე ხელი ჭურჭლის ამოყვანა-შენებისათვის გამოეყენებინა. მორგვის გამოყენებამ შეამსუბუქა ხელოსნის შრომა და შესაძლებლობა მისცა მას დაემზადებინა თხელკედლიანი, ერთგვაროვანი და სიმეტრიული თიხის ჭურჭელი, გაიზარდა აგრეთვე გამოშვებული პროდუქციის რაოდენობა და ხარისხი.
ცნობილი არქეოლოგის, გ. ჩაილდის შეხედულებით, მორგვის გამოყენებით მეთუნეობა კაცობრიობის ისტორიაში პირველ მექანიზებულ დარგად იქცა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
ლ. ბოჭორიშვილი, კახური კერამიკა, 1949.
