გამრეკელი ირაკლი
| (ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Gamrekeli irakli.jpg|thumb|'''ირაკლი გამრეკელი''']] | [[ფაილი:Gamrekeli irakli.jpg|thumb|'''ირაკლი გამრეკელი''']] | ||
| − | '''გამრეკელი ირაკლი''' - (დ. - 17.V.1894, გორი - გ. - 10.V.1943, [[თბილისი]]) - ფერმწერი, გრაფიკოსი, [[თეატრი|თეატრისა]] და კინოს მხატვარი, ქართული ავანგარდული სცენოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. | + | '''გამრეკელი ირაკლი''' - (დ. - 17.V.1894, [[გორი]] - გ. - 10.V.1943, [[თბილისი]]) - ფერმწერი, გრაფიკოსი, [[თეატრი|თეატრისა]] და კინოს [[მხატვარი]], ქართული ავანგარდული სცენოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. |
====ბიოგრაფია==== | ====ბიოგრაფია==== | ||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
1923-1943 წლებში მხატვრად მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა, 1926 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კი - შოთა რუსთაველის თეატრში. 1920-იანი წლებიდან აქტიურად მონაწილეობდა თბილისის მხატვრულ ცხოვრებაში, გატაცებული იყო ავანგარდული მიმდინარეობებით: გააფორმა ქართველ ფუტურისტ ლიტერატორთა ჟურნალი „H2 SO4“, ჟურნალი „მემარცხენეობა“, ქართველი თანამედროვე მწერლების ([[რობაქიძე გრიგოლ|გრ. რობაქიძი]]ს, კ. კალაძის, ს. ჩიქოვანის, ი. ვაკელის) ნაწარმოებები (1924). | 1923-1943 წლებში მხატვრად მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა, 1926 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კი - შოთა რუსთაველის თეატრში. 1920-იანი წლებიდან აქტიურად მონაწილეობდა თბილისის მხატვრულ ცხოვრებაში, გატაცებული იყო ავანგარდული მიმდინარეობებით: გააფორმა ქართველ ფუტურისტ ლიტერატორთა ჟურნალი „H2 SO4“, ჟურნალი „მემარცხენეობა“, ქართველი თანამედროვე მწერლების ([[რობაქიძე გრიგოლ|გრ. რობაქიძი]]ს, კ. კალაძის, ს. ჩიქოვანის, ი. ვაკელის) ნაწარმოებები (1924). | ||
| − | ქართული ავანგარდული მხატვრობისა და სცენოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ი. გამრეკელის შემოქმედებამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა 1922-1943 წლებში რუსთაველის თეატრში დამკვიდრებული ძირითადი მხატვრული მიმართულებები. ამ პერიოდში მან არაერთი სპექტაკლი გააფორმა: | + | ქართული ავანგარდული მხატვრობისა და სცენოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ი. გამრეკელის შემოქმედებამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა 1922-1943 წლებში რუსთაველის თეატრში დამკვიდრებული ძირითადი მხატვრული მიმართულებები. ამ პერიოდში მან არაერთი [[სპექტაკლი]] გააფორმა: |
* გრ. რობაქიძის „ლონდა“ (1922), | * გრ. რობაქიძის „ლონდა“ (1922), | ||
* ე. ტოლერის „კაცი მასა“ (1923), | * ე. ტოლერის „კაცი მასა“ (1923), | ||
| ხაზი 24: | ხაზი 24: | ||
მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოში (შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მუზეუმი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მუზეუმი, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწ. მუზეუმი, სემ – ხელოვნების მუზეუმი), ასევე, არაერთ კერძო კოლექციაში. | მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოში (შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მუზეუმი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მუზეუმი, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწ. მუზეუმი, სემ – ხელოვნების მუზეუმი), ასევე, არაერთ კერძო კოლექციაში. | ||
| − | + | '''''მაია ციციშვილი''''' | |
==ლიტერატურა== | ==ლიტერატურა== | ||
| ხაზი 31: | ხაზი 31: | ||
* B. Берёзкин, Художники грузинского театра: П. Оцхели, И. Гамрекели, журн. ”Театр”, М., 1968; | * B. Берёзкин, Художники грузинского театра: П. Оцхели, И. Гамрекели, журн. ”Театр”, М., 1968; | ||
* მ. ციციშვილი, ნ. ჭოღოშვილი, ქართული მხატვრობა - განვითარების ისტორია, XVIII–XX, საუკუნეები, თბ., 2013. | * მ. ციციშვილი, ნ. ჭოღოშვილი, ქართული მხატვრობა - განვითარების ისტორია, XVIII–XX, საუკუნეები, თბ., 2013. | ||
| + | |||
| + | ==იხილე აგრეთვე== | ||
| + | [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00002461/ ირაკლი გამრეკელი] | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]] | [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]] | ||
| − | + | ||
| − | + | ||
[[კატეგორია:ქართველი მხატვრები]] | [[კატეგორია:ქართველი მხატვრები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 11:51, 19 ივნისი 2023 მდგომარეობით
გამრეკელი ირაკლი - (დ. - 17.V.1894, გორი - გ. - 10.V.1943, თბილისი) - ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ქართული ავანგარდული სცენოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
სარჩევი |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაიბადა ქ. გორში, მღვდლის ოჯახში. სამხატვრო განათლება ნ. სკლიფასოვსკის ხატვისა და ფერწერის სკოლაში მიიღო, სადაც მას ასწავლიდნენ ბ. ფოგელი და ბ. შებუევი. თბილისის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ სწავლას აგრძელებს ჯერ როსტოვის, შემდეგ კი თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. გარკვეული დროის მანძილზე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.
1921 წელს კ. მარჯანიშვილმა, ერთ-ერთ გამოფენაზე ი. გამრეკელის ნამუშევრების ნახვის შემდეგ, ის ოსკარ უაილდის „სალომეას“ გასაფორმებლად თეატრში მიიწვია. წლების მანძილზე თანამშრომლობდა კოტე მარჯანიშვილთან და ს. ახმეტელთან, თეატრის ორ დიდ რეჟისორ-რეფორმატორთან.
1923-1943 წლებში მხატვრად მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა, 1926 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კი - შოთა რუსთაველის თეატრში. 1920-იანი წლებიდან აქტიურად მონაწილეობდა თბილისის მხატვრულ ცხოვრებაში, გატაცებული იყო ავანგარდული მიმდინარეობებით: გააფორმა ქართველ ფუტურისტ ლიტერატორთა ჟურნალი „H2 SO4“, ჟურნალი „მემარცხენეობა“, ქართველი თანამედროვე მწერლების (გრ. რობაქიძის, კ. კალაძის, ს. ჩიქოვანის, ი. ვაკელის) ნაწარმოებები (1924).
ქართული ავანგარდული მხატვრობისა და სცენოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ი. გამრეკელის შემოქმედებამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა 1922-1943 წლებში რუსთაველის თეატრში დამკვიდრებული ძირითადი მხატვრული მიმართულებები. ამ პერიოდში მან არაერთი სპექტაკლი გააფორმა:
- გრ. რობაქიძის „ლონდა“ (1922),
- ე. ტოლერის „კაცი მასა“ (1923),
- გრ. რობაქიძის „მალშტრემი“ (1924),
- უ. შექსპირის „ჰამლეტი“(1925),
- ა. გლებოვის „ზაგმუკი“(1926), ს.
- შანშიაშვილის „ანზორი“ (1928),
- გრ. რობაქიძის „ლამარა“ (1930),
- შ. დადიანის „თეთნულდი“ (1931),
- ფ. შილერის „ყაჩაღები“ (1933) და მრავალი სხვ.
1926-1929 წლებში ორგანიზაცია „დურუჯის“ წევრი იყო. სხვადასხვა პერიოდში თანამშრომლობდა მოსკოვის, ლენინგრადის, კიევისა და ბაქოს თეატრებთან. თანამშრომლობდა თბილისის კინოსტუდიასთან, არის ფილმების „არსენა“ (1937), „გიორგი სააკაძე“ (1942-1943) მხატვარი. ვ. სიდამონ-ერისთავთან ერთად, 1928 გააფორმა ქართული ექსპრესიონისტული ფილმი „ჩემი ბებია“, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აკრძალული იყო.
მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოში (შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მუზეუმი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მუზეუმი, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწ. მუზეუმი, სემ – ხელოვნების მუზეუმი), ასევე, არაერთ კერძო კოლექციაში.
მაია ციციშვილი
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ც. კუხიანიძე, ირაკლი გამრეკელი, თბ., 1981;
- თეატრის მხატვრობა, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის კოლექცია, ტექსტის ავტორები: დ. ლებანიძე, ე. თუმანიშვილი, მ. ოკლეი, თბ., 2008;
- B. Берёзкин, Художники грузинского театра: П. Оцхели, И. Гамрекели, журн. ”Театр”, М., 1968;
- მ. ციციშვილი, ნ. ჭოღოშვილი, ქართული მხატვრობა - განვითარების ისტორია, XVIII–XX, საუკუნეები, თბ., 2013.
[რედაქტირება] იხილე აგრეთვე
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი