სამხედრო საბჭო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სამხედრო საბჭო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“ გადაიტა...) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
* [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]] | * [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]] | ||
| − | + | ||
[[კატეგორია:საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები]] | [[კატეგორია:საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სათათბირო ორგანოები]] | [[კატეგორია:საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სათათბირო ორგანოები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:11, 17 მაისი 2019 მდგომარეობით
სამხედრო საბჭო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში - დამფუძნებელი კრების სამხედრო კომისიამ 1919 წლის 30 მაისს გამოიტანა დადგენილება, შექმნილიყო სამხედრო საბჭო. მასში უნდა შესულიყო სამხედრო მინისტრის მიერ დანიშნული სამი პირი სამხედრო სამინისტროდან და სამი სახალხო გვარდიიდან. საბჭოს თავმჯდომარეობდა სამხედრო მინისტრი. სამხედრო საბჭოს უნდა მოეხდინა შეიარაღებული ძალების ინსპექტირება. საბჭოს დაექვემდებარა სამნეო კომიტეტი, რომელსაც უნდა უზრუნველეყო არმიისა და გვარდიის მომარაგება.
მოგვიანებით, 1919 წლის 29 ივლისს, დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული შეიარაღებულ ძალთა მმართველობის ახალი კანონის მიღების შემდეგ, სამხედრო საბჭოს წევრთა დანიშვნის წესი შეიცვალა. საბჭოს წევრებს ნიშნავდა მთავრობა სამინისტროსა და გვარდიის შტაბისაგან წარდგენილი სამ-სამი კანდიდატისაგან. სამხედრო საბჭოს პირველ სხდომაზე 1919 წლის 2 ივნისს, ახლად შექმნილი ორგანოს წევრებად დაინიშნენ სამხედრო სამინისტროდან: გენერლები ი. ოდიშელიძე, კ. ქუთათელაძე, ერისთავი; სახალხო გვარდიიდან კი - გ. მახარაძე; ი. ქარცივაძე და ვ. ჯიბლაძე; მათ მოადგილეებად, რ. აუშტროვი და ა. ჭიაბრიშვილი. საბჭოს თავმჯდომარის, სამხედრო მინისტრ ნ. რამიშვილის მოადგილედ დაინიშნა გენერალი ი. ოდიშელიძე. საბჭოს წევრების შემადგენლობა ხშირად იცვლებოდა.
- დიმიტრი სილაქაძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
- სსცსა. ფ. 1833, აღწ. 1, საქ. 362;
- ბრძანება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისა სამხედრო უწყების მიმართ, თბ., 1 აგვისტო 1919, №162.