თურდოსპირელი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჩხეიძე ალექსანდრე“ გადაიტანა გვერდზე „[[თურდოსპირელი ალექსანდრ...)
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Aleqsandre CxeiZe.jpg|thumb|'''ალექსანდრე ჩხეიძე''']]
 
[[ფაილი:Aleqsandre CxeiZe.jpg|thumb|'''ალექსანდრე ჩხეიძე''']]
'''ჩხეიძე ალექსანდრე დავითის ძე''' ''(დ.  - 05.VII.1873 - გ. - 1940/41 ?)'' - სამხედრო პირი.  
+
'''ჩხეიძე ალექსანდრე დავითის ძე''' - ''(დ.  - 05.VII.1873 - გ. - 1940/41 ?)'' - სამხედრო პირი.  
  
 
====ბიოგრაფია====
 
====ბიოგრაფია====
ხაზი 29: ხაზი 29:
 
[[კატეგორია:ქართველი სამხედრო მოღვაწეები]]
 
[[კატეგორია:ქართველი სამხედრო მოღვაწეები]]
 
[[კატეგორია:პირველი მსოფლიო ომის მონაწილეები]]
 
[[კატეგორია:პირველი მსოფლიო ომის მონაწილეები]]
[[კატეგორია:ქართველი ემიგრანტები‏‎]]
 
 
[[კატეგორია:ჩხეიძეები]]
 
[[კატეგორია:ჩხეიძეები]]
[[კატეგორია:საბჭოთა კავშირის რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში]]
+
[[კატეგორია:საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში]]

მიმდინარე ცვლილება 14:25, 17 მაისი 2019 მდგომარეობით

ალექსანდრე ჩხეიძე

ჩხეიძე ალექსანდრე დავითის ძე - (დ. - 05.VII.1873 - გ. - 1940/41 ?) - სამხედრო პირი.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისი კადეტთა კორპუსი. სამხედრო სამსახური დაიწყო 1892 წელს. დაამთავრა ალექსანდრეს სახელობის მე-3 სამხედრო სასწავლებელი. სამსახური განაგრძო გრენადრეთა მე-16 პოლკში. შტაბს-კაპიტანია 1908. ამავე დროს იყო ტფილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებლის ოფიცერი. კაპიტანი (1913). სამხედრო სასწავლებლის ასმეთაური. პირველი მსოფლიო ომის დროს იბრძოდა კავკასიის ფრონტზე. პოლკოვნიკი (1915). 1916-1917 წლებში მსახურობდა კავკასიის მსროლელთა მე-15 პოლკში.

1918 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებშია. იყო სამხედრო სკოლის უფროსის მოადგილე. 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ, დაინიშნა სკოლის უფროსად და მეთაურობდა სკოლას ტაბახმელაზე ბრძოლებისას. წავიდა ემიგრაციაში. 1922 წლიდან პოლონეთშია. 1922-1923 წლებში ასწავლიდა რემბერტოვოს სამხედრო კურსებზე. გენერალი (1923). შემდეგ ერთი წელი ვარშავის ქვეითთა სკოლაში კურირებდა ქართველ მსმენელთა ჯგუფს. შემდეგ მსახურობდა ოფიცერთა საკავალერიო სკოლასა და მე-16 ქვეითთა პოლკში. 1927-1931 წლებში პოზნანში დისლოცირებული მე-14 ქვეითთა პოლკის მეთაურია. თადარიგში გასვლის შემდეგ ცხოვრობდა ლვოვში. იყო „ქართველ მხედართა კავშირის“ გამგეობის წევრი და 1928 წელს შექმნილი „ქართველ იუნკერთა კავშირის“ საპატიო თავმჯდომარე. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრაციაში გამომავალ ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან. ავტორია მოგონებებისა სამხედრო სკოლაზე.

1939 წელს წითელი არმიის მიერ ლვოვის დაკავებისას ტყვედ ჩავარდა. 1940 წლის ივნისს გადაიყვანეს კიევში, НКВД-ს ციხეში, ხოლო დეკემბერში - მოსკოვში, სადაც დახვრიტეს (1941).

[რედაქტირება] ჯილდოები

  • წმ. ანას მე-2 ხარისხის ორდენი
  • წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ორდენი
  • წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის ხმლები
მიხეილ ბახტაძე

[რედაქტირება] ლიტერატურა

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

ქართველები უცხოეთში

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები