საქართველოს დამფუძნებელი კრების სამხედრო კომისია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 18: | ხაზი 18: | ||
| − | + | ||
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების კომისიები]] | [[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების კომისიები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 17:22, 27 მაისი 2019 მდგომარეობით
დამფუძნებელი კრების სამხედრო კომისია — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (შემდეგში პარლამენტის) და დამფუძნებელი კრების სამხედრო კომისია კანონპროექტის ავტორსა და მოწვეულ სამხედრო სპეციალისტებთან ერთად განიხილავდა ქვეყნის სამხედრო აღმშენებლობის შესახებ მისაღებ კანონებს და წარუდგენდა დამფუძნებელ კრებას.
1919 წლის 29 მარტიდან დამფუძნებელი კრების სამხედრო კომისიის წევრები იყვნენ:
- სოციალ-დემოკრატები — სილიბისტრო ჯიბლაძე, გრიგოლ გიორგაძე, რუბენ აუშტროვი, კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, ვლადიმერ ჯუღელი, ალექსანდრე დგებუაძე, ანანია სალუქვაძე, ზაქარია გურული, ანდრია ჭიაბრიშვილი, მუხრან ხოჭოლავა, ვლადიმერ ჯიბლაძე, ვიქტორ ჟღენტი.
- სოციალ-ფედერალისტები — სვიმონ მდივანი, იოსებ გობეჩია.
- ეროვნულ-დემოკრატი — პეტრე სურგულაძე.
სამხედრო კომისია პერიოდულად აკომპლექტებდა მცირე სამხედრო კომისიას, რომელიც სამხედრო შენაერთების რევიზიასა და მასალებს განიხილავდა და გასცემდა რეკომენდაციებს.
- დიმიტრი სილაქაძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
სცსა. ფ. 1836. აღწ. 1. საქ. 160.
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი