ფრეგოლის სინდრომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ფრეგოლის სინდრომი''' - ამ სინდრომს, ასევე, ფრეგოლის [[ბოდვა|ბო...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფრეგოლის ბოდვა“ გადაიტანა გვერდზე „ფრეგოლის სინდრომი“ გადამი...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 17:31, 10 ივნისი 2019 მდგომარეობით

ფრეგოლის სინდრომი - ამ სინდრომს, ასევე, ფრეგოლის ბოდვას უწოდებენ. ეს სახელწოდება დაკავშირებულია მსახიობ ფრეგოლისთან, რომელსაც იერის შეცვლის არაჩვეულებრივი უნარი ჰქონდა. ფრეგოლის სინდრომი პირველად 1927 წელს კურბონმა და ფაილმა აღწერეს. ეს სინდრომი უფრო იშვიათია, ვიდრე კაპგრას ბოდვა. პაციენტს სჯერა, რომ ერთმა ან რამდენიმე ადამიანმა შეიცვალა გარეგნობა, რათა მის ახლობელს (ან ახლობლებს) დამსგავებოდა, ჩვეულებრივ, იმ მიზნით, რომ მის მიმართ დევნა განეხორციელებინა. თუმცა პაციენტი აღიარებს, რომ არ არსებობს ფიზიკური მსგავსება მის ახლობლებსა და ამ ადამიანებს შორის, ისინი მაინც ფსიქოლოგიურად იდენტურები არიან. ეს სიმპტომი, ჩვეულებრივ, შიზოფრენიასთან ან ტვინის ორგანულ დაავადებასთან არის დაკავშირებული (Portwich and Barocka, 1998).


[რედაქტირება] წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები