კატაბარდა
| (ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Katabarda.jpg|thumb|250პქ|კატაბარდა]] | [[ფაილი:Katabarda.jpg|thumb|250პქ|კატაბარდა]] | ||
| − | '''კატაბარდა''' – (Clematis vitalba L.); ოჯახი: ბაიასებრნი (Ranunculaceae). | + | '''კატაბარდა''' – (Clematis vitalba L.); <br /> |
| − | + | '''ოჯახი:''' ბაიასებრნი '''(Ranunculaceae)'''.<br /> | |
| + | '''მეგრულად''' – '''შხურიში ჭი, შხურიში ჭუ, ჩიქვიში ჭი, წირღუ'''. | ||
| + | მაღალი ხვიარა ბუჩქია. მსხვილწიბოიანი, მუხლებში შებუსული [[ღერო]]თი. [[ფოთოლი]] გრძელყუნწიანია, ფრთისებურად განკვეთილი, ხუთფოთოლაკიანი. ფოთოლაკები კვერცხისებურია, მოკლეყუნწიანი. თხელი ან ტყავისმაგვარი, კიდეზე მსხვილკბილა. ყვავილები პატარა ზომისაა, შეკრებილია ფარისებურ საგველა ყვავილედებში. [[ყვავილი]] მოთეთრო-რძისფერია, სქელი. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში, ღობეებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან გავრცელებულია მთელ [[საქართველო|საქართველოში]]. | ||
| + | არ წარმოადგენს ფარმაკოპეურ მცენარეს და ოფიცინალურ მედიცინაში არ გამოიყენება. ამასთან, მცენარის სამკურნალო თვისებები ფართოდ იხმარება ხალხურ მედიცინაში. კატაბარდას პრეპარატები ეფექტურია კანისა (დერმატოზები) და ვენერიული დაავადებებისას, გულის, კუნთებისა და თავის ტკივილის, მათ შორის შაკიკის სამკურნალოდ. აგრეთვე, როგორც გამაუმტკივნებელი, შარდმდენი, შემახორცებელი საშუალება რევმატიზმის, რადიკულიტის, წყლულოვანი დაავადებების, ფსორიაზის, ციებ-ცხელების, კონიუნქტივიტის, ფურუნკულების, შარდის ბუშტის ანთების, პროსტატისა და ცისტიტის ადენომების დროს. | ||
| + | ჰომეოპათიაში ფოთლების სპირტიანი ნაყენი გამოიყენება ციებ-ცხელების, თვალების ანთებითი პროცესების (კონიუნქტივიტი), შარდის ბუშტის ანთების, ცისტიტის, ლიქენისა და კანის ავთვისებიანი გამონაყრების სამკურნალოდ. | ||
| + | შხამიანი მცენარეა, ამიტომ მისგან დამზადებული პრეპარატების გამოყენებისას აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია. მათი გამოყენება აბსოლუტურად უკუმაჩვენებელია ფეხმძიმობის, მეძუძური ქალებისა და ბავშვებისათვის. | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | + | * [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]]. |
| + | * [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | ||
| + | |||
[[კატეგორია:ბუჩქოვანი მცენარეები]] | [[კატეგორია:ბუჩქოვანი მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ბაიასებრნი]] | [[კატეგორია:ბაიასებრნი]] | ||
| + | [[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 02:02, 24 ნოემბერი 2023 მდგომარეობით
კატაბარდა – (Clematis vitalba L.);
ოჯახი: ბაიასებრნი (Ranunculaceae).
მეგრულად – შხურიში ჭი, შხურიში ჭუ, ჩიქვიში ჭი, წირღუ.
მაღალი ხვიარა ბუჩქია. მსხვილწიბოიანი, მუხლებში შებუსული ღეროთი. ფოთოლი გრძელყუნწიანია, ფრთისებურად განკვეთილი, ხუთფოთოლაკიანი. ფოთოლაკები კვერცხისებურია, მოკლეყუნწიანი. თხელი ან ტყავისმაგვარი, კიდეზე მსხვილკბილა. ყვავილები პატარა ზომისაა, შეკრებილია ფარისებურ საგველა ყვავილედებში. ყვავილი მოთეთრო-რძისფერია, სქელი. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში, ღობეებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან გავრცელებულია მთელ საქართველოში.
არ წარმოადგენს ფარმაკოპეურ მცენარეს და ოფიცინალურ მედიცინაში არ გამოიყენება. ამასთან, მცენარის სამკურნალო თვისებები ფართოდ იხმარება ხალხურ მედიცინაში. კატაბარდას პრეპარატები ეფექტურია კანისა (დერმატოზები) და ვენერიული დაავადებებისას, გულის, კუნთებისა და თავის ტკივილის, მათ შორის შაკიკის სამკურნალოდ. აგრეთვე, როგორც გამაუმტკივნებელი, შარდმდენი, შემახორცებელი საშუალება რევმატიზმის, რადიკულიტის, წყლულოვანი დაავადებების, ფსორიაზის, ციებ-ცხელების, კონიუნქტივიტის, ფურუნკულების, შარდის ბუშტის ანთების, პროსტატისა და ცისტიტის ადენომების დროს.
ჰომეოპათიაში ფოთლების სპირტიანი ნაყენი გამოიყენება ციებ-ცხელების, თვალების ანთებითი პროცესების (კონიუნქტივიტი), შარდის ბუშტის ანთების, ცისტიტის, ლიქენისა და კანის ავთვისებიანი გამონაყრების სამკურნალოდ.
შხამიანი მცენარეა, ამიტომ მისგან დამზადებული პრეპარატების გამოყენებისას აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია. მათი გამოყენება აბსოლუტურად უკუმაჩვენებელია ფეხმძიმობის, მეძუძური ქალებისა და ბავშვებისათვის.