პავლოვი ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ივანე პავლოვი“ გადაიტანა გვერდზე „პავლოვი ივანე“ გადამისამარ...)
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 17: ხაზი 17:
 
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.</small>
 
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.</small>
  
 +
[[კატეგორია:რედუქციონიზმი]]
 
[[კატეგორია: რუსი ფიზიოლოგები]]
 
[[კატეგორია: რუსი ფიზიოლოგები]]
 
[[კატეგორია:ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგიის დარგში]]
 
[[კატეგორია:ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგიის დარგში]]
 
[[კატეგორია:ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი]]

მიმდინარე ცვლილება 18:40, 24 აგვისტო 2021 მდგომარეობით

პავლოვი ივანე

პავლოვი ივანე პეტრეს ძე - Pavlov Ivan Petrovich, Павлов, Иван Петрович, 1849-1936

რუსი ფიზიოლოგი, პირობითი რეფლექსების თეორიის ავტორი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა დასწავლის ფიზიოლოგიური საფუძვლების გაგებაში. განათლება მიიღო პეტერბურგის უნივერსიტეტში და სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში. 1890 წლიდან ცხოვრების ბოლომდე ხელმძღვანელობდა ფიზიოლოგიის ლაბორატორიას პეტერბურგის ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტში, ხოლო 1924 წლიდან - საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტს. იყო 120-ზე მეტი სამეცნიერო საზოგადოების, აკადემიის და უნივერისიტეტის საპატიო წევრი და დოქტორი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1904).

თავდაპირველად იკვლევდა სისხლის მიმოქცევის და საჭმლის მონელების სისტემებს (ამ მიმართულებით მისი აღმოჩენები ნობელის პრემიით აღინიშნა). შემდგომში გადაერთო უმაღლესი ნერვული მოქმედების შესწავლაზე, რამაც მსოფლიო აღიარება მოუტანა. ორგანიზმის აქტიურობის ერთეულებია, პავლოვის ტერმინოლოგიით, „უპირობო რეფლექსი” (თანადაყოლილი) და „პირობითი რეფლექსი” (შეძენილი). გამოყო აგრეთვე რეფელქსების სხვა ტიპები (საორიენტაციო რეფლექსი, „მიზნის რეფლექსი”, „თავისუფლების რეფლექსი”), რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმის უკეთეს შეგუებას გარემოსთან. პავლოვმა და მისმა მოწაფეებმა ორიგინალური ექსპერიმენტული მეთოდოლოგიით შეისწავლეს ახალი რეფლექსების ჩამოყალიბების დინამიკა, ანუ გაარკვიეს, რა პირობებია საჭირო იმისთვის, რათა ძველი უპირობო რეაქცია (მაგ., ნერწყვის გამოყოფა საჭმელის დანახვაზე) დაუკავშირდეს ახალ გამღიზიანებელს (მაგ., ზარს ან სინათლეს). რეფლექსის წარმოქმნის სავარაუდო მექანიზმი ტვინის ორ უბანს შორის ე.წ. „დროებითი კავშირების” დამყარებაა. აქედან გამომდინარე, პავლოვი ცდილობდა, რეფლექტორული ახსნა მიეცა თავის ტვინის ქერქში მიმდინარე პროცესებისთვის, რომლებიც ფსიქიკის მატერიალურ საფუძველს შეადგენენ (რეფლექსური რგოლი).

პავლოვმა გამოყო ტემპერამენტის საფუძველმდებარე ნერვული სისტემის ძირითადი თვისებები და ტიპები; მან აგრეთვე გადაასხვაფერა ტრადიციული შეხედულება შეგრძნების ორგანოებზე ანალიზატორის კონცეფციად, რომლის მიხედვითაც სენსორული სისტემები გამღიზიანებლების მიმღებ და გამაანალზებელ ერთიან ნერვულ მექანიზმად არის წარმოდგენილი.

პავლოვის დამოკიდებულება ფსიქოლოგისადმი არაერთმნიშვნელოვანი იყო. საზოგადოდ, ფსიქოლოგიის მიმართ მას დადებითი დამოკიდებულება არ ჰქონია. საქმე იქამდეც კი მიდიოდა, რომ პავლოვი თავისი ლაბორატორიის თანამშრომლებს უკრძალავდა ფსიქოლოგიური ტერმინების ხმარებას, რაც აახლოებს მის პოზიციას ორთოდოქსულ ბიჰევიორიზმთან. ამიტომ ბუნებრივია ის ენთუზიაზმი, რომელსაც იჩენდნენ პავლოვის კვლევების მიმართ ე. თორნდაიკი, ჯ. უოთსონი, ბ. სკინერი და სხვები. რეფლექსის ჩამოყალიბება დასწავლის ფიზიოლოგიური მექანიზმია, ანუ იმისა, რაზეც მიმართულია ბიჰევიორიზმის კვლევის ძირითადი ინტერესი. ამტკიცებდა რა ფსიქიკურისა და ფიზიოლოგიურის ერთიანობას, პავლოვი ფიქრობდა, რომ მან არსებითად გადაჭრა ფსიქოფიზიკური პრობლემა. „გვიახლოვდება მნიშვნელოვანი ეტაპი ადამიანური აზრისა, როდესაც ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური, ობიექტური და სუბიექტური მართლაც შეერწყმება, როცა ფაქტობრივად გადაწყდება და ბუნებრივად მოიხსნება მტანჯველი დაპირისპირება ჩემი ცნობიერებისა ჩემს სხეულთან” . სამწუხაროდ, მეცნიერება დღესაც ჯერ კიდევ შორსაა ამ „მუდმივი პრობლემის” გადაჭრისაგან. პავლოვი არ უარყოფდა ფსიქოლოგიის არსებობის უფლებას, როგორც მეცნიერებისა სუბიექტური სამყარის შესახებ. თუმცა, ამავე დროს, მიაჩნდა, რომ ფსიქოლოგიას არ შეუძლია ობიექტურად შეისწავლოს ქცევა და ახსნას მისი ბუნება - რაც ფიზიოლოგიის საქმეა. ამგვარი პოზიცია არსებითად ფიზიოლოგიური რედუქციონიზმია. 1950-იან წლებში პავლოვის ზოგიერთი მიმდევარი, საბჭოთა კავშირის იდეოლოგიური მანქანისა და წნეხის გამოყენებით, შეეცადა, ფსიქოლოგია არსებითად დაეყვანა კიდეც ფიზიოლოგიაზე. ეს საშიშროება დ. უზნაძის ფსიქოლოგიურ სკოლასაც ემუქრებოდა. დისკუსიებზე განწყობის ფსიქოლოგიის შესახებ ხშირად გაისმოდა ბრალდება, რომ ის არ იზიარებდა პავლოვის „ერთადერთ ჭეშმარიტ სწავლებას” . უზნაძის სკოლის წარმომადგენლებს უწევდათ იმის დასაბუთება, რომ ფსიქიკის ფიზიოლოგიური საფუძვლების არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ფსიქიკას საკუთარი კანონზომიერებანი და მექანიზმები არ გააჩნია და რომ ასეთად განწყობის მიჩნევა არ არის იდეალიზმი (საჯარო დისკუსიები განწყობის თეორიის ირგვლივ).


[რედაქტირება] წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები