ავგუსტინე ნეტარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ავგუსტინე ნეტარი“ გადაიტანა გვერდზე „ავრელიუს ავგუსტინე“)
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Augustin Aurelius.JPG|thumb|200pq|ავგუსტინე ნეტარი]]
+
[[ფაილი:Netrari avgustine.PNG|thumb|200px| ნეტარი ავგუსტინე]]
'''ავგუსტინე ავრელიუს''' - Augustin Aurelius, Августин Аурелиус, 357-430
+
'''ავგუსტინე ავრელიუს''' - (ლათ. Aurelius Augustinus, დ. 13 ნოემბერი, 354 — გ. 28 აგვისტო, 430), ქრისტიანი თეოლოგი და ფილოსოფოსი.
  
ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა შუასაუკუნეთა თეოლოგიურ, ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ აზროვნებაზე.
+
ავგუსტინე, რომელიც ისტორიაში ცნობილია ნეტარი ავგუსტინეს სახელით, დაბადებულა 354 წლის 13 ნოემბერს ნუმიდიის პატარა ქალაქ ტაგასტში, ჰიპონის მახლობლად, სადაც იგი 395 წლიდან [[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსად]] იყო; გარდაიცვალა 430 წლის 28 აგვისტოს. ავგუსტინეს ბიოგრაფიას ვეცნობით ავტობიოგრაფიული ნაშრომიდან, რომელსაც ეწოდება „აღსარება“, მისი მამა [[წარმართი]] იყო, ხოლო დედა – ქრისტიანი. თექვსმეტ წლამდე ავგუსტინე ოჯახში იზრდებოდა და, როცა ჩვიდმეტი წლისა გახდა, მშობლებმა წაიყვანეს [[კართაგენი|კართაგენში]], რომელსაც „აფრიკის მუზას უწოდებდნენ“. იგი აღიზარდა ანტიკურ ფილოსოფიასა და ლიტერატურაზე. ავგუსტინე ითვლება დასავლეთის საეკლესიო მოღვაწეთა ერთ–ერთ უდიდეს წარმომადგენლად.
ავგუსტინეს მსოფლმხედველობრივი მრწამსი [[ქრისტიანობა|ქრისტიანობისკენ]] მკვერად შემობრუნდა 387 წელს და იგი მოინათლა კიდეც. ამიერიდან მთელი მისი ცხოვრება [[ეკლესია|ეკლესიის]] სამსახურს მიეძღვნა. თავის მშობლიურ ქალაქ თაგასატაში (ნუმიდია, ახლანდელი ალჟირი) მან ბერების თემი ჩამოაყალიბა, ხუცესად იკურთხა, ხოლო 395 წელს აქვე [[ეპისკოპოსი]] გახდა და სიკვდილამდე მღვდელმთავრად იღვაწა.
+
  
ავგუსტინეს თანახმად, ყოველგვარი ცოდნა მეორადია რწმენასთან შედარებით. ცოდნისკენ მიმავალი გზა რწმენაზე გადის. ეს ეხება ფსიქოლოგიურ ცოდნასაც, ფსიქიკურ მოვლენათა კვლევას, სულის ცხოვრებაზე დაკვირვებასა და თვითანალიზს, რომლის შესანიშნავი ნიმუში მოცემულია ავგუსტინეს ერთერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებში „აღსარება” . 30 წლამდე მისი შინაგანი სამყარო [[ღმერთი|ღმერთისადმი]] სიყვარულისა და სხეულებრივი ლტოლვების მძაფრი დაპირისპირებით იყო გამსჭვალული. ეს შინაგანი ამბიდენტობა გასაოცარი გულწრფელობითა და გამჭრიახობით არის გადმოცემული „აღსარებაში” , რომელსაც ყველა მკვლევარი თვითანალიზის შედევრად აღიარებს. ეს ნაშრომი განსაკუთრებულ ინტერესს ფსიქოანალიტიკოსებში იწვევს, რომლებიც მასში თავიანთი მრავალი იდეის დადასტურებას ხედავენ. კერძოდ, ესაა ადამიანის სულში ქვეცნობიერი ლტოლვების არსებობა; ესაა ფსიქიკის არსებითად ანტისოციალური, ეგოისტური ხასიათი, რომელიც, ეგოცენტრიზმის სახით, უკვე ბავშვობაში იჩენს თავს. აქედან გამომდინარე, ავგუსტინეს ხშირად ფსიქოანალიზის წინამორბედად მოიხსენიებენ.  
+
ავგუსტინემ ანტიკური კულტურა გამოიყენა ეკლესიის სასარგებლოდ. [[წარმართობა]]სა და სხვა მწვალებლობათა წინააღმდეგ ბრძოლაში გამომუშავდა ავგუსტინეს შეხედულებანი, რომელთა მიხედვითაც იგი გვევლინება როგორც ქრისტიან თეოლოგთაგან უპირველესი და რელიგიური ობსკურანტიზმის მებრძოლი მქადაგებელი, რომელიც ეკლესიას მოუწოდებდა, ურწმუნოებს სასტიკად გასწორებოდა.  
  
ავგუსტინეს ფსიქოლოგიურ სისტემაში ყველაზე მნიშვნელოვანი მეხსიერების ფსიქიკური ფუნქციაა. ავგუსტინეს მიხედვით, სწორედ მასშია განთავსებული მთელი ცოდნა და მის მოსაპოვებლად საჭირო არაა სულის გარეთ გასვლა, ბუნების კვლევა - საკმარისია საკუთარი თავის შესწავლა, თვითჩაღრმავება. შემეცნება თვითშემეცნებით ხორციელდება - ეს თეზისი მისი ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური მოძღვრების ლაიტმოტივია. ჭეშმარიტების გამოგონება კი არ ხდება, არამედ მისი აღმოჩენა საკუთარ გონებაში. აქედან გამომდინარე, სწავლა „გახსენებაა” და ვინაიდან მთელი ცოდნა შინაგანია, სწავლის პროცესიც ამ შინაგანის გამომზეურებაა (ანუ - გაცნობიერება). მასწავლებელი იმაზე მეტს ვერ მოგცემს, რაც შენში იყო. ის მხოლოდ საუკეთესო პირობებს ქმნის სულის სათანადო აქტივობისთვის, რასაც ცოდნის ექსპლიკაცია მოჰყვება (შდრ. ევრისტიკული მეთოდი). ცოდნა და სწავლა იწყება ღმერთით (წინასწარჩანერგილი ცოდნა) და თავდება ღმერთით (მისი შემეცნება). ამ კონცეფციაში ფსიქოლოგიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემებია გაერთიანებული (შემეცნების პროცესი, მეხსიერება, სწავლა და სწავლება, თანდაყოლილი და შეძენილი). ეს კონცეფცია, არსებითად, [[პლატონი|პლატონისა]] და ნეოპლატონიზმის გაგრძელებაა და ქრიასტიანული ღმერთის იდეასთან დაახლოება.  
+
ავგუსტინეთი მთავრდება [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] დევნის პერიოდი და იწყება მისი განვითარების ახალი პერიოდი. ავგუსტინეს მოღვაწეობის გაგება გვეხმარება ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების წინამორბედი ისტორიის გაგებაში და იმ მიზეზთა გარკვევაში, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ქრისტიანობის წარმატებას დასავლეთში.
  
ავგუსტინე იმ მოძღვრების სათავესთან დგას, რომელსაც შემდგომში ვოლუნტარიზმი ეწოდა. ეს ფილოსოფიური მიმართულება მთელი ყოფიერებისა და სულის ცხოვრების საწყისად ნებისყოფას მიიჩნევს. მართლაც, ავგუსტინესთან სინამდვილის შემოქმედი პირველსაწყისი ღვთაებრივი ნებაა. ფსიქოლოგიური კუთხით კი ნებისყოფა ყველა სულიერ ფუნქციაზე მაღლაა. ავტორი იმასაც ამბობს, რომ ადამიანი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც მხოლოდ ნებისყოფა. ყოველ შემთხვევაში, ავგუსტინეს მიხედვით, ფსიქიკურ პროცესებს განაგებს არა გონება, როგორც ეს მისი წინამორბედების უმრავლესობას მიაჩნდა, არამედ ნებისყოფა. ნებისყოფა მთელ სულს გამსჭვალავს, ის მთავარი სულიერი ძალაა.
+
ავგუსტინეს უწოდებენ „ფილოსოფიის ისტორიის მამას“. იგი ბევრს წერდა ადამიანის ღმერთთან დამოკიდებულების საკითხებზე. მისი აზრით: „თეოლოგიის გარეშე - ფილოსოფია არაფერია“, „რწმენის წინაშე უფერულდება გონების ყველა მიღწევა”. მისმა შეხედულებებმა უდიდესი გავლენა მოახდინა შუა საუკუნეების მსოფლმხედველობაზე, განსაკუთრებით კი ქრისტიანობისა და [[კათოლიციზმი]]ს პრინციპების ჩამოყალიბებაზე.
  
ავგუსტინე კარგად ხედავს ფსიქიკური სამყაროს სიღრმესა და მრავალფეროვნებას და სხვებსაც მოუწოდებს, შემობრუნდნენ საკუთარი სულისკენ: „ადამიანები სამოგზაუროდ მიეშურებიან, რათა მთის მწვერვალებით და ზღვის ზვირთებით დატკბნენ. მათ ხიბლავს ფართო, მჩქეფარე მდინარეები, ოკეანის გაშლილი სივრცეები და ვარსკვლავთა გზები, თავისთავს კი ივიწყებენ და არ აკვირვებთ საკუთარი შინაგანი ცხოვრება” . ადამიანის შინაგან სამყაროზე ასეთმა ინტელექტუალურმა კონცენტრაციამ, არ შეიძლება უკვე თავისთავად არ შეგვძინოს ცოდნა ფსიქიკური მოვლენების შესახებ და, ამდენად, ხელი არ შეუწყოს ფსიქოლოგიის წინსვლას. აქედან გამომდინარე, avgustine, პლატონთან და [[არისტოტელე|არისტოტელესთან]] ერთად, ფსიქოლოგიის ისტორიის დასაწყისის ყველაზე გამოჩენილი მოაზროვნეა.  
+
ავგუსტინე ცხოვრობდა რომის იმპერიის რღვევის პერიოდში. მან წამოაყენა ისტორიული პროცესის ახალი კონცეფცია, რომლის დამახასიათებელიც იყო [[თეოკრატია|თეოკრატიის]] იდეა. ამ იდეის მიხედვით, საერთო ხელისუფლება უნდა ექვემდებარებოდეს საეკლესიო ხელისუფლებას. აქედან გამომდინარეობს ეკლესიის მსოფლიო ბატონობის იდეაც. ავგუსტინეს მოძღვრება შეიქმნა [[რომის პაპი]]ს ხელისუფლებისა და ინკვიზიციის დასაყრდენი.  
  
მნიშვნელოვანია აგრეთვე ავგუსტინეს მიერ დროის ცნების გამოკვლევა. ის ღმერთისადმი [[ლოცვა|ლოცვით]] იწყება (ღმერთო, დამეხმარე ამ უძნელესი საკითხის გარკვევაშიო) და დროის არსის ინტუიციური აღმოჩენით გვირგვინდება: დრო - სამყაროში მიმდინარე ცვლილებათა ადამიანური საზომია. სამყაროში არავითარი ცვლილება რომ არ ხდებოდეს, არც დრო იარსებებდა. ხოლო ღმერთი, ვითარც მარადიული და უცვლელი, დროის მიღმაა, ზედროულია. დრო ღმერთის მიერ სამყაროს შექმნისთანავე გაჩნდა. (''ზურაბ ვახანია'')
+
ავგუსტინე იცავდა სოციალურ უთანასწორობას, მონობასა და კერძო  საკუთრებას. იგი ქადაგებდა [[ასკეტიზმი|ასკეტიზმსა]] და სხეულის უგულებელყოფას. ავგუსტინეს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ლუთერის და სხვათა რეფორმაციული შეხედულებების შემუშავებაში.  
  
 +
ავგუსტინეს დაუწერია 93 შრომა 232 წიგნად, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია თხზულება „ღვთის ქალაქის შესახებ“.
 +
 +
==იხილე აგრეთვე==
 +
[[ავგუსტინე ნეტარი (ფსიქოლოგიის ლექსიკონი)|ავგუსტინე ნეტარი]]
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
<small>[[ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი]]
+
[[ბერძენი და რომაელი ისტორიკოსები]]
<br />
+
სტატიის ავტორი - [[ირაკლი იმედაძე]], [[დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება]].<br />
+
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.</small>
+
  
[[კატეგორია:ნეოპლატონიზმი]]  
+
[[კატეგორია:ნეოპლატონიკოსები‏‎]]  
[[კატეგორია:ვოლუნტარიზმი]]  
+
[[კატეგორია:საეკლესიო პირები]]
[[კატეგორია: ქრისტიანი ფილოსოფოსები]]  
+
[[კატეგორია:ფილოსოფოსები]]  
[[კატეგორია:ქრისტიანი თეოლოგები]]
+
[[კატეგორია:თეოლოგები]]
[[კატეგორია:ქრისტიანი ღვთისმეტყველები]]
+
[[კატეგორია:ღვთისმეტყველები]]
 
[[კატეგორია:წმინდანები]]
 
[[კატეგორია:წმინდანები]]
[[კატეგორია:ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი]]
 

მიმდინარე ცვლილება 02:45, 15 დეკემბერი 2024 მდგომარეობით

ნეტარი ავგუსტინე

ავგუსტინე ავრელიუს - (ლათ. Aurelius Augustinus, დ. 13 ნოემბერი, 354 — გ. 28 აგვისტო, 430), ქრისტიანი თეოლოგი და ფილოსოფოსი.

ავგუსტინე, რომელიც ისტორიაში ცნობილია ნეტარი ავგუსტინეს სახელით, დაბადებულა 354 წლის 13 ნოემბერს ნუმიდიის პატარა ქალაქ ტაგასტში, ჰიპონის მახლობლად, სადაც იგი 395 წლიდან ეპისკოპოსად იყო; გარდაიცვალა 430 წლის 28 აგვისტოს. ავგუსტინეს ბიოგრაფიას ვეცნობით ავტობიოგრაფიული ნაშრომიდან, რომელსაც ეწოდება „აღსარება“, მისი მამა წარმართი იყო, ხოლო დედა – ქრისტიანი. თექვსმეტ წლამდე ავგუსტინე ოჯახში იზრდებოდა და, როცა ჩვიდმეტი წლისა გახდა, მშობლებმა წაიყვანეს კართაგენში, რომელსაც „აფრიკის მუზას უწოდებდნენ“. იგი აღიზარდა ანტიკურ ფილოსოფიასა და ლიტერატურაზე. ავგუსტინე ითვლება დასავლეთის საეკლესიო მოღვაწეთა ერთ–ერთ უდიდეს წარმომადგენლად.

ავგუსტინემ ანტიკური კულტურა გამოიყენა ეკლესიის სასარგებლოდ. წარმართობასა და სხვა მწვალებლობათა წინააღმდეგ ბრძოლაში გამომუშავდა ავგუსტინეს შეხედულებანი, რომელთა მიხედვითაც იგი გვევლინება როგორც ქრისტიან თეოლოგთაგან უპირველესი და რელიგიური ობსკურანტიზმის მებრძოლი მქადაგებელი, რომელიც ეკლესიას მოუწოდებდა, ურწმუნოებს სასტიკად გასწორებოდა.

ავგუსტინეთი მთავრდება ქრისტიანობის დევნის პერიოდი და იწყება მისი განვითარების ახალი პერიოდი. ავგუსტინეს მოღვაწეობის გაგება გვეხმარება ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების წინამორბედი ისტორიის გაგებაში და იმ მიზეზთა გარკვევაში, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ქრისტიანობის წარმატებას დასავლეთში.

ავგუსტინეს უწოდებენ „ფილოსოფიის ისტორიის მამას“. იგი ბევრს წერდა ადამიანის ღმერთთან დამოკიდებულების საკითხებზე. მისი აზრით: „თეოლოგიის გარეშე - ფილოსოფია არაფერია“, „რწმენის წინაშე უფერულდება გონების ყველა მიღწევა”. მისმა შეხედულებებმა უდიდესი გავლენა მოახდინა შუა საუკუნეების მსოფლმხედველობაზე, განსაკუთრებით კი ქრისტიანობისა და კათოლიციზმის პრინციპების ჩამოყალიბებაზე.

ავგუსტინე ცხოვრობდა რომის იმპერიის რღვევის პერიოდში. მან წამოაყენა ისტორიული პროცესის ახალი კონცეფცია, რომლის დამახასიათებელიც იყო თეოკრატიის იდეა. ამ იდეის მიხედვით, საერთო ხელისუფლება უნდა ექვემდებარებოდეს საეკლესიო ხელისუფლებას. აქედან გამომდინარეობს ეკლესიის მსოფლიო ბატონობის იდეაც. ავგუსტინეს მოძღვრება შეიქმნა რომის პაპის ხელისუფლებისა და ინკვიზიციის დასაყრდენი.

ავგუსტინე იცავდა სოციალურ უთანასწორობას, მონობასა და კერძო საკუთრებას. იგი ქადაგებდა ასკეტიზმსა და სხეულის უგულებელყოფას. ავგუსტინეს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ლუთერის და სხვათა რეფორმაციული შეხედულებების შემუშავებაში.

ავგუსტინეს დაუწერია 93 შრომა 232 წიგნად, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია თხზულება „ღვთის ქალაქის შესახებ“.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

ავგუსტინე ნეტარი

[რედაქტირება] წყარო

ბერძენი და რომაელი ისტორიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები