გველეშაპი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''გველეშაპი''' - – გველ-ვეშაპი წყლის მითიური არსება, წყლის სტიქ...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 8 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''გველეშაპი''' | + | '''გველეშაპი''' – ფანტასტიკური ზღაპრის პოპულარული პერსონაჟი. ავესტის ვიშაპაჰ – შხამის მფრქვეველი. ძვ. ქართ. ძეგლებსა და აგიოგრაფიაში ურწმუნოებისა და [[წარმართობა|წარმართობის]] სიმბოლო, მრავალთავიანი, პირცეცხლა. გაიგივებულია ეშმაკთან. |
| + | ზღაპრებში გველეშაპის ფუნქცია ბოროტია, იმ გამონაკლისს გარდა, როცა დიდი თევზის სახე აქვს და კეთილ თვისებებს ამჟღავნებს. წყლის სტიქიასთან დაკავშირებული გველეშაპი წარმოქმნის ან ეპატრონება ტბას, მდინარეს, ავიწროებს ხალხს და წყლის საფასურად ქალიშვილს თხოულობს. მიწისზედა გველეშაპი შთანთქავს მზეს, მტრობს და ებრძვის კეთილ გმირებს. ქართულ [[ფოლკლორი|ფოლკლორში]] გამოირჩევა თეთრი, წითელი და შავი ვეშაპი. გველეშაპის სიუჟეტური ფუნქციები ხშირად [[დევი|დევზეა]] გადატანილი. | ||
| + | |||
| + | ''მ. ჩაჩავა'' | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
| − | + | [[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I]] | |
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
| − | [[კატეგორია:მითიური არსებები]] | + | [[კატეგორია:მითიური არსებები]] |
| + | [[კატეგორია:ზღაპრის პერსონაჟები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 13:56, 26 სექტემბერი 2023 მდგომარეობით
გველეშაპი – ფანტასტიკური ზღაპრის პოპულარული პერსონაჟი. ავესტის ვიშაპაჰ – შხამის მფრქვეველი. ძვ. ქართ. ძეგლებსა და აგიოგრაფიაში ურწმუნოებისა და წარმართობის სიმბოლო, მრავალთავიანი, პირცეცხლა. გაიგივებულია ეშმაკთან.
ზღაპრებში გველეშაპის ფუნქცია ბოროტია, იმ გამონაკლისს გარდა, როცა დიდი თევზის სახე აქვს და კეთილ თვისებებს ამჟღავნებს. წყლის სტიქიასთან დაკავშირებული გველეშაპი წარმოქმნის ან ეპატრონება ტბას, მდინარეს, ავიწროებს ხალხს და წყლის საფასურად ქალიშვილს თხოულობს. მიწისზედა გველეშაპი შთანთქავს მზეს, მტრობს და ებრძვის კეთილ გმირებს. ქართულ ფოლკლორში გამოირჩევა თეთრი, წითელი და შავი ვეშაპი. გველეშაპის სიუჟეტური ფუნქციები ხშირად დევზეა გადატანილი.
მ. ჩაჩავა