გველეშაპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 7 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''გველეშაპი''' - გველ-ვეშაპი წყლის მითიური არსება, წყლის სტიქიის განსახიერება. [[კოსმოგონიური მითები|კოსმოგონიურ მითოსში]] გველეშაპი [[ქაოსი|ქაოსის]] მატარებელია, თავად ქაოსია, რომელსაც ამარცხებს კოსმოსის განმასახიერებელი ღვთაება, შუაზე ფატრავს მას და მისი ნაწილებისგან სამყაროს ქმნის: ქვედა ნაწილისგან მიწას. ზედა ნაწილისგან – ცას. როგორც წესი, ყველა ხალხის მითოლოგიური ჟანრის თავგადასავალში ძირითადი ეპიზოდია გველეშაპთან შებრძოლება. [[გმირი]] აუცილებლად ამარცხებს გველეშაპს. მაგრამ ვიდრე დაამარცხებდეს, გველეშაპი შთანთქავს გმირს, რომელმაც შიგნიდან  უნდა გაკვეთოს მისი სხეული და გამოვიდეს, ან გველეშაპმა იგი უნდა ამოანთხიოს. გველეშაპის მუცელში ყოფილან შუამდინარული კოსმოგონიის ღმერთი [[მარდუქი]], ინდური მითოლოგიის ღმერთი [[ინდრა]], ბერძენთა გმირები [[თესევსი]], [[ჰერაკლე]], [[იასონი]] და სხვანი. გველეშაპის მუცელში იყო [[ამირანი]]... გველეშაპი ხშირად წარმოდგენილია როგორც წყაროს მცველი ან დამპატრონებელი, ან მდინარის შთანმთქმელი... გვხვდება ჯადოსნური ბაღის მცველადაც.
+
'''გველეშაპი''' – ფანტასტიკური ზღაპრის პოპულარული პერსონაჟი. ავესტის ვიშაპაჰ შხამის მფრქვეველი. ძვ. ქართ. ძეგლებსა და აგიოგრაფიაში ურწმუნოებისა და [[წარმართობა|წარმართობის]] სიმბოლო, მრავალთავიანი, პირცეცხლა. გაიგივებულია ეშმაკთან.  
  
 +
ზღაპრებში გველეშაპის ფუნქცია ბოროტია, იმ გამონაკლისს გარდა, როცა დიდი თევზის სახე აქვს და კეთილ თვისებებს ამჟღავნებს. წყლის სტიქიასთან დაკავშირებული გველეშაპი წარმოქმნის ან ეპატრონება  ტბას, მდინარეს, ავიწროებს ხალხს და წყლის საფასურად ქალიშვილს თხოულობს. მიწისზედა გველეშაპი შთანთქავს მზეს, მტრობს და ებრძვის კეთილ გმირებს. ქართულ [[ფოლკლორი|ფოლკლორში]] გამოირჩევა  თეთრი, წითელი და შავი ვეშაპი. გველეშაპის სიუჟეტური ფუნქციები ხშირად [[დევი|დევზეა]] გადატანილი.
 +
 +
''მ. ჩაჩავა''
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
[[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის|მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)]]
+
[[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I]]
  
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
[[კატეგორია:მითიური არსებები]]
+
[[კატეგორია:მითიური არსებები]]‏‎
 +
[[კატეგორია:ზღაპრის პერსონაჟები]]

მიმდინარე ცვლილება 13:56, 26 სექტემბერი 2023 მდგომარეობით

გველეშაპი – ფანტასტიკური ზღაპრის პოპულარული პერსონაჟი. ავესტის ვიშაპაჰ – შხამის მფრქვეველი. ძვ. ქართ. ძეგლებსა და აგიოგრაფიაში ურწმუნოებისა და წარმართობის სიმბოლო, მრავალთავიანი, პირცეცხლა. გაიგივებულია ეშმაკთან.

ზღაპრებში გველეშაპის ფუნქცია ბოროტია, იმ გამონაკლისს გარდა, როცა დიდი თევზის სახე აქვს და კეთილ თვისებებს ამჟღავნებს. წყლის სტიქიასთან დაკავშირებული გველეშაპი წარმოქმნის ან ეპატრონება ტბას, მდინარეს, ავიწროებს ხალხს და წყლის საფასურად ქალიშვილს თხოულობს. მიწისზედა გველეშაპი შთანთქავს მზეს, მტრობს და ებრძვის კეთილ გმირებს. ქართულ ფოლკლორში გამოირჩევა თეთრი, წითელი და შავი ვეშაპი. გველეშაპის სიუჟეტური ფუნქციები ხშირად დევზეა გადატანილი.

მ. ჩაჩავა

[რედაქტირება] წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები