გუდანი
(ახალი გვერდი: '''გუდანი''' — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ხე...) |
|||
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''გუდანი''' — სოფელი აღმოსავლეთ [[საქართველო|საქართველოში]], ხევსურეთში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში. | + | '''გუდანი''' — სოფელი აღმოსავლეთ [[საქართველო|საქართველოში]], [[ხევსურეთი|ხევსურეთში]], მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში. |
====თქმულება გუდანზე==== | ====თქმულება გუდანზე==== | ||
ხაზი 23: | ხაზი 23: | ||
[[კატეგორია:საქართველოს სოფლები]] | [[კატეგორია:საქართველოს სოფლები]] | ||
− | [[კატეგორია: სოფლები | + | [[კატეგორია: სოფლები დუშეთის მუნიციპალიტეტში]] |
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:სოფლები მცხეთა-მთიანეთის მხარეში]] |
+ | [[კატეგორია:სოფლები აღმოსავლეთ საქართველოში]] |
მიმდინარე ცვლილება 14:45, 17 აპრილი 2024 მდგომარეობით
გუდანი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ხევსურეთში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში.
[რედაქტირება] თქმულება გუდანზე
არაბულთა, ჭინჭარაულთა და გოგოჭურთა წინაპარი ყვარლიდან აფშოში მოსულა, აფშოღან კი გუდანში გადმოსახლებულა.
ერთხელ აფშოდან სანადიროდ წამოსულა ერთ-ერთი იმათგანი და გარეული ვაცი მოუკლავს იმ ადგილებში, სადაც ახლა გუდანია. წაუღია ხორცი სახლში. მოსწონებია მამას და უკითხავს: სად მოკალი ეს ვაცი, იმ ადგილს იპოვნიო? შვილს უთქვამს: კიო, ვიპოვნიო. გაატყავეს ვაცი, გამოიყვანეს გუდა, იმ გუდაში მამამ ერთი პეშვი ხორბლის მარცვალი ჩაუყარა და უთხრა: წადი ახლა და იმ ადგილში დათესე ეს მარცვალიო. წავიდა შვილი, მოთხარა ის ადგილი და დათესა მარცვალი. მოსავლის დრო რომ მოვიდა, უთხრა მამამ: წადი და ნახე ის ადგილი, სადაც ხორბალი დათესე, რა მოვიდაო. წავიდა ვაჟი და ნახა ერთი გუდა ხორბალი მოსულიყო. აიკიდა სავსე გუდა და მიუტანა მამას. მამამ ეს უთხრა:
- „ერთმა ვაცისა ქისამა
- გუდა შაქნა და ქუდანიო“.
გუდანია და გუდანიო. შვილო, წადი და იქ იცხოვრეთ. წავიდა ვაჟი და დასახლდა გუდანს. სამი შვილი ეყოლა ამ კაცს: არაბა, გოგოჭა და ჭინჭარა. ძმები ერთხელ ცის განხმას დასწრებიან. ცა ერთწამს გაიხევ და გამოჩნდება ნათრიელი (სითეთრე). თუ კაცმა მოასწრო ნატვრა, აუცილებლად აუსრულდება.
გოგოჭას უნატრია: გოგოჭურთა ვალი ნურავის შერჩებაო!
არაბას: ბევრი კაციო!
ჭინჭარას: ჩემი სკამი და ჩემი კითხულიო.
და, მართლაც, ასრულებიათ თითოეულს თავისი ნატვრა: გოგოჭურთა ვალი არავის შერჩენია, არაბულები გამრავლებულან, ჭინჭარაულებში კი ბევრი მებრჭე (სკამზე მჯდომი) და მრჩეველი (კითხული, ვისაც ეკითხებიან) გამოსულა.