ქვრიმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Qvriva.jpg|thumb|250პქ|'''ქვრიმა''' – Setaria mocharica (Alef.) Menabde & Ericzjan საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საკოლექციო ნაკვეთი]]
 
[[ფაილი:Qvriva.jpg|thumb|250პქ|'''ქვრიმა''' – Setaria mocharica (Alef.) Menabde & Ericzjan საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საკოლექციო ნაკვეთი]]
'''ქვრიმა''' - '''(''Setaria mocharica (Alef.) Menabde & Ericzjan'')'''. მეგრულად – „ქურიმ-ა“; ჭანურად – „მტკუი ქურუმ“; კახურად  – „ძურწა ფეტვი“. ქვრიმა ცნობილია აგრეთვე „მელაკუდა ფეტვის“ „ძურწას“, „ქვრიმა ფეტვის“, „მჭადის“ ან „მჭადის ფეტვის“, „კარწუმელის“ სახელწოდებით ''(Декапрелевич, Каспарян, 1928; მაყაშვილი 1949; ჩიქობავა, 1938).''
+

ქვრიმა მორფოლოგიურად მწვანე ძურწისა და ღომის მსგავსია. ჭანურად გაულეწავ (დაუცეხვავ) [[ღომი|ღომს]] „ქურუმ“, ხოლო გალეწილს „ნ - ჩხვ - არ - ი“ ან „ნ - ჩხვა- ირ - ი“ ეწოდება ''(ჩიქობავა, 1938).''
 
ქვრიმა მორფოლოგიურად მწვანე ძურწისა და ღომის მსგავსია. ჭანურად გაულეწავ (დაუცეხვავ) [[ღომი|ღომს]] „ქურუმ“, ხოლო გალეწილს „ნ - ჩხვ - არ - ი“ ან „ნ - ჩხვა- ირ - ი“ ეწოდება ''(ჩიქობავა, 1938).''
ხაზი 6: ხაზი 6:
 
რ. ერისთავის (1884) ლექსიკონში ქვრიმა მოხსენიებულია „კარწუმელის“ სახელწოდებით. ზოგან კი „ჭადის“ ან „ჭადის-ჭადის“ სახელწოდებით არის ცნობილი.
 
რ. ერისთავის (1884) ლექსიკონში ქვრიმა მოხსენიებულია „კარწუმელის“ სახელწოდებით. ზოგან კი „ჭადის“ ან „ჭადის-ჭადის“ სახელწოდებით არის ცნობილი.
  
გასული საუკუნის 50-იან წლებში [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/847/ ნ. კეცხოველი] აღნიშნავდა, რომ [[საქართველო|საქართველოს]] სხვადასხვა კუთხეში შემორჩენილია სახელწოდებები: „ქვრიმა ჭადი“, „ქვრინოკა ჭადი“, „შავი ჭადი“ და სხვ. ყველა ეს სახელწოდება იმ მცენარის აღმნიშვნელია, რომელიც ზოგან „ქვრიმას“ სახელით არის ცნობილი, ზოგან კი „ჭადის“, ან „ჭადის-ჭადის“ სახელწოდებით ''(კეცხოველი, 1957)''
+
გასული საუკუნის 50-იან წლებში [[კეცხოველი ნიკოლოზ|ნ. კეცხოველი]] აღნიშნავდა, რომ [[საქართველო|საქართველოს]] სხვადასხვა კუთხეში შემორჩენილია სახელწოდებები: „ქვრიმა ჭადი“, „ქვრინოკა ჭადი“, „შავი ჭადი“ და სხვ. ყველა ეს სახელწოდება იმ მცენარის აღმნიშვნელია, რომელიც ზოგან „ქვრიმას“ სახელით არის ცნობილი, ზოგან კი „ჭადის“, ან „ჭადის-ჭადის“ სახელწოდებით ''(კეცხოველი, 1957)''
  
ქვრიმა მოხსენიებულია [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/769/ შოთა რუსთაველის] „ვეფხისტყაოსანში“ (XII ს.). ეს სახელწოდება გვხვდება დავით ნარინის (XIII ს.) დროის სიგელში, რომელიც გელათის მონასტრისადმია ბოძებული (''ჯავახიშვილი, 1930).''
+
ქვრიმა მოხსენიებულია შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“ (XII ს.). ეს სახელწოდება გვხვდება დავით ნარინის (XIII ს.) დროის სიგელში, რომელიც გელათის მონასტრისადმია ბოძებული (''ჯავახიშვილი, 1930).''
  
ი. გიულდენშტედტი (XVIII ს.) ქვრიმას გავრცელებას აღნიშნავს რაჭასა და იმერეთში ''(გიულდენშტედტი, 1962)''. ქვრიმა იმერეთში XIX ს.-ის დამდეგსაც უთესიათ და გერმანელ ენათმეცნიერს ი. კლაპროთსაც (1783-1835 წწ.) უნახავს დუშეთის მიდამოებში ''(ჯავახიშვილი, 1930)''.
+
ი. გიულდენშტედტი (XVIII ს.) ქვრიმას გავრცელებას აღნიშნავს რაჭასა და [[იმერეთი|იმერეთში]] ''(გიულდენშტედტი, 1962)''. ქვრიმა იმერეთში XIX ს.-ის დამდეგსაც უთესიათ და გერმანელ ენათმეცნიერს ი. კლაპროთსაც (1783-1835 წწ.) უნახავს დუშეთის მიდამოებში ''(ჯავახიშვილი, 1930)''.
  
ი. ბახტაძის ცნობით, რაჭაში XIX ს.-ის დამლევამდე ითესებოდა „ქვრიმა - ჭადი“, „შავი ჭადი“ და „წითელი ჭადი“ (''ჯავახიშვილი, 1930).'' საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა გვიჩვენა, რომ ქვრიმას კულტურა უძველესი დროიდანვე ყოფილა ცნობილი.
 
ხაზი 22: ხაზი 22:
 
ძველად ქვრიმას თესვა-მოყვანას, მისი ბიოლოგიური თვისებებიდან გამომდინარე, უპირატესობა ენიჭებოდა მაღალმთიან ზონაში.
 
ძველად ქვრიმას თესვა-მოყვანას, მისი ბიოლოგიური თვისებებიდან გამომდინარე, უპირატესობა ენიჭებოდა მაღალმთიან ზონაში.
  
ამჟამად საქართველოში ქვრიმა, ისევე როგორც სხვა ფეტვნაირი კულტურები (ღომი, ფეტვი, [[ურიში]], [[ბრინჯი]]), აღარ ითესება.
+
ამჟამად საქართველოში ქვრიმა, ისევე როგორც სხვა ფეტვნაირი კულტურები ([[ღომი]], [[ფეტვი]], [[ურიში]], [[ბრინჯი]]), აღარ ითესება.
  
==წყარო==
 
==წყარო==
 
+
* [[პური ჩვენი არსობისა]]
* პური ჩვენი არსობისა: წიგნი II /საქართველო სამიწათმოქმედო კულტურის უძველესი კერა/,-ავტ: ფრუიძე ლევან, მაისაია ინეზა, სიხარულიძე შალვა, თავართქილაძე მაია. თბილისი: პალიტრა L, -2016
+
  
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
 
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
 
[[კატეგორია:მარცვლეული კულტურა]]  
 
[[კატეგორია:მარცვლეული კულტურა]]  
 
[[კატეგორია:ფეტვნაირი კულტურა]]
 
[[კატეგორია:ფეტვნაირი კულტურა]]

მიმდინარე ცვლილება 15:52, 19 ივნისი 2023 მდგომარეობით

ქვრიმა – Setaria mocharica (Alef.) Menabde & Ericzjan საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საკოლექციო ნაკვეთი

ქვრიმა - (Setaria mocharica (Alef.) Menabde & Ericzjan). მეგრულად – „ქურიმ-ა“; ჭანურად – „მტკუი ქურუმ“; კახურად – „ძურწა ფეტვი“. ქვრიმა ცნობილია აგრეთვე „მელაკუდა ფეტვის“ „ძურწას“, „ქვრიმა ფეტვის“, „მჭადის“ ან „მჭადის ფეტვის“, „კარწუმელის“ სახელწოდებით (Декапрелевич, Каспарян, 1928; მაყაშვილი 1949; ჩიქობავა, 1938).

ქვრიმა მორფოლოგიურად მწვანე ძურწისა და ღომის მსგავსია. ჭანურად გაულეწავ (დაუცეხვავ) ღომს „ქურუმ“, ხოლო გალეწილს „ნ - ჩხვ - არ - ი“ ან „ნ - ჩხვა- ირ - ი“ ეწოდება (ჩიქობავა, 1938).

რ. ერისთავის (1884) ლექსიკონში ქვრიმა მოხსენიებულია „კარწუმელის“ სახელწოდებით. ზოგან კი „ჭადის“ ან „ჭადის-ჭადის“ სახელწოდებით არის ცნობილი.

გასული საუკუნის 50-იან წლებში ნ. კეცხოველი აღნიშნავდა, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შემორჩენილია სახელწოდებები: „ქვრიმა ჭადი“, „ქვრინოკა ჭადი“, „შავი ჭადი“ და სხვ. ყველა ეს სახელწოდება იმ მცენარის აღმნიშვნელია, რომელიც ზოგან „ქვრიმას“ სახელით არის ცნობილი, ზოგან კი „ჭადის“, ან „ჭადის-ჭადის“ სახელწოდებით (კეცხოველი, 1957)

ქვრიმა მოხსენიებულია შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“ (XII ს.). ეს სახელწოდება გვხვდება დავით ნარინის (XIII ს.) დროის სიგელში, რომელიც გელათის მონასტრისადმია ბოძებული (ჯავახიშვილი, 1930).

ი. გიულდენშტედტი (XVIII ს.) ქვრიმას გავრცელებას აღნიშნავს რაჭასა და იმერეთში (გიულდენშტედტი, 1962). ქვრიმა იმერეთში XIX ს.-ის დამდეგსაც უთესიათ და გერმანელ ენათმეცნიერს ი. კლაპროთსაც (1783-1835 წწ.) უნახავს დუშეთის მიდამოებში (ჯავახიშვილი, 1930).

ი. ბახტაძის ცნობით, რაჭაში XIX ს.-ის დამლევამდე ითესებოდა „ქვრიმა - ჭადი“, „შავი ჭადი“ და „წითელი ჭადი“ (ჯავახიშვილი, 1930). საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა გვიჩვენა, რომ ქვრიმას კულტურა უძველესი დროიდანვე ყოფილა ცნობილი.

ვლ. მენაბდის მონაცემებით, ქვრიმას კარბონიზირებული მარცვლები აღმოჩენილია დიხაგუძუბას (ზუგდიდის რაიონი) არქეოლოგიურ ძეგლზე. ეს ძეგლი მრავალფენიანია, მოიცავს ფენებს გვიანი ნეოლითიდან ბერძნული კოლონიზაციის პერიოდამდე (Менабде, 1940). ერწოს ველის არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ბათქაშის ნატეხებს შორის ნაპოვნია ქვრიმასა და ფეტვის კარბონიზირებული ნაშთები. პალეობოტანიკურმა კვლევამ გვიჩვენა, რომ ჯერ კიდევ V-VII საუკუნეებში ეს კულტურა ფეტვისაგან დამოუკიდებლად ითესებოდა. მისი სუფთა ნათესები არსებობდა შემდეგ საუკუნეებშიც. ერწოს ველი მდებარეობს ზღვის დონიდან 1000-1100 მეტრ სიმაღლეზე და ქვრიმას სუფთა ნათესების არსებობა ამ სარტყელში სავსებით რეალურია (რამიშვილი, 1979; რუსიშვილი, მაისაია, 2001).

ლ. დეკაპრელევიჩისა და ვლ. მენაბდის გამოკვლევებით, საქართველოს ტერიტორიაზე ფეტვნაირ მცენარეთა ვერტიკალური გავრცელების შემდეგი კანონზომიერება შეიმჩნევა: ზღ. დ.-დან 600-700 მეტრამდე გვხვდება ღომი, უფრო მაღლა (რაჭაში)– ფეტვისა და ქვრიმას ნარევი, მიწათმოქმედების უმაღლეს ზონაში კი – ქვრიმას სუფთა ნათესი (Декапрелевич, Менабде, 1929).

ფეტვსა და ღომთან შედარებით, ქვრიმასაგან დამზადებული ბურღული დაბალი ხარისხისაა. მიუხედავად ამისა, ქვრიმა ერთწლოვან ფეტვნაირ კულტურათა შორის საყურადღებოა, როგორც გვალვაგამძლე და მოკლე სავეგეტაციო პერიოდის მქონე, აგრეთვე ნიადაგისადმი ნაკლებად მომთხოვნი მცენარე.

ძველად ქვრიმას თესვა-მოყვანას, მისი ბიოლოგიური თვისებებიდან გამომდინარე, უპირატესობა ენიჭებოდა მაღალმთიან ზონაში.

ამჟამად საქართველოში ქვრიმა, ისევე როგორც სხვა ფეტვნაირი კულტურები (ღომი, ფეტვი, ურიში, ბრინჯი), აღარ ითესება.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები