ტაგრუცი
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Tagruci.jpg|thumb|400პქ|ტაგრუცი]] | [[ფაილი:Tagruci.jpg|thumb|400პქ|ტაგრუცი]] | ||
| − | '''ტაგრუცი ''' ''(გვადრუცი, გუადრუცი)'' - ყუთი, კოლოფი, [[საფლავის ქვა]]. | + | '''ტაგრუცი ''' ''([[გვადრუცი]], გუადრუცი)'' - ყუთი, კოლოფი, [[საფლავის ქვა]]. [[სულხან-საბა ორბელიანი|საბა]]ს განმარტებით, გუადრუცი არის ფიცრის კოლოფი, „დიდი გინა მცირე“, ხოლო მეორე მნიშვნელობით - „მაღლა ნაგები საფლავი“. ხალხურ მეტყველებაში იგი აღნიშნავს - ყუთს, [[კიდობანი|კიდობანს]], სადაც ქალები ინახავდნენ სამკაულებსა და ხელსაქმის იარაღებს. |
| − | ეს სიტყვა | + | ეს [[სიტყვა]] [[სახარება]]ში ყულაბის მნიშვნელობითაც იხმარება: იუდას ჰქონდა შენახული პირველ ქრისტიანთა საერთო თანხა; „გუადრუცი იგი მას აქუნდა და შთასადებელი იგი მას ჰკიდავნ“ (იოვ. 12:6). [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] განმტკიცების შემდგომ ასეთი ყუთები განსაკუთრებულად დაიხვეწა და ისინი იქცა ძვირფასი რელიკვიების დასაცავ ჭურჭელად. მაგ., [[გოლგოთა]]ზე მიკვლეულ [[ქრისტე]]ს ჯვრის ნაწილებს დედოფალმა ელენემ შეუქმნა „გუადრუცი ვერცხლისა და შთადვა იგი“. შემდეგ გუადრუცი იქნა გამოყენებული წმინდა ნაწილების დასაცავ ჭურჭელად და იგი გახდა სინონიმი ლარნაკისა. [[გიორგი მთაწმინდელი|გიორგი მთაწმინდელმა]] ექვთიმეს წმინდა ნაწილები „მშვენიერ გუადრუცში“ ჩაასვენა და ატარებდა მას ხალხის სანახავად. მოგვიანებით, ტერმინმა ტაგრუცი შეიძინა საფლავის ლოდების მნიშვნელობა, რადგან ასეთი ლოდები მიმსგავსებული იყო ტაგრუცისებრ ყუთებს. ამას ითვალისწინებს საბას განმარტება, როცა ტაგრუცს ნაგებ მაღლა საფლავად წარმოგვიდგენს. |
| − | |||
| + | |||
| + | |||
| + | == ლიტერატურა == | ||
ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001. | ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001. | ||
| ხაზი 15: | ხაზი 17: | ||
[[კატეგორია:საყოფაცხოვრებო ნივთები]] | [[კატეგორია:საყოფაცხოვრებო ნივთები]] | ||
[[კატეგორია:სამარხები]] | [[კატეგორია:სამარხები]] | ||
| − | |||
მიმდინარე ცვლილება 00:25, 26 სექტემბერი 2023 მდგომარეობით
ტაგრუცი (გვადრუცი, გუადრუცი) - ყუთი, კოლოფი, საფლავის ქვა. საბას განმარტებით, გუადრუცი არის ფიცრის კოლოფი, „დიდი გინა მცირე“, ხოლო მეორე მნიშვნელობით - „მაღლა ნაგები საფლავი“. ხალხურ მეტყველებაში იგი აღნიშნავს - ყუთს, კიდობანს, სადაც ქალები ინახავდნენ სამკაულებსა და ხელსაქმის იარაღებს.
ეს სიტყვა სახარებაში ყულაბის მნიშვნელობითაც იხმარება: იუდას ჰქონდა შენახული პირველ ქრისტიანთა საერთო თანხა; „გუადრუცი იგი მას აქუნდა და შთასადებელი იგი მას ჰკიდავნ“ (იოვ. 12:6). ქრისტიანობის განმტკიცების შემდგომ ასეთი ყუთები განსაკუთრებულად დაიხვეწა და ისინი იქცა ძვირფასი რელიკვიების დასაცავ ჭურჭელად. მაგ., გოლგოთაზე მიკვლეულ ქრისტეს ჯვრის ნაწილებს დედოფალმა ელენემ შეუქმნა „გუადრუცი ვერცხლისა და შთადვა იგი“. შემდეგ გუადრუცი იქნა გამოყენებული წმინდა ნაწილების დასაცავ ჭურჭელად და იგი გახდა სინონიმი ლარნაკისა. გიორგი მთაწმინდელმა ექვთიმეს წმინდა ნაწილები „მშვენიერ გუადრუცში“ ჩაასვენა და ატარებდა მას ხალხის სანახავად. მოგვიანებით, ტერმინმა ტაგრუცი შეიძინა საფლავის ლოდების მნიშვნელობა, რადგან ასეთი ლოდები მიმსგავსებული იყო ტაგრუცისებრ ყუთებს. ამას ითვალისწინებს საბას განმარტება, როცა ტაგრუცს ნაგებ მაღლა საფლავად წარმოგვიდგენს.
[რედაქტირება] ლიტერატურა
ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
