ღომი (ფაფა)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ღომი''' - [[ღომი|ღომისგან]] ან | + | '''ღომი''' - [[ღომი|ღომისგან]] ან [[სიმინდი]]ს ფქვილისგან მოხარშული ფაფა. განსაკუთრებით მიღებული იყო [[სამეგრელო]]ში. სიმინდის კულტურის ფართოდ გავრცელებამდე ჩვეულებრივ მზადდებოდა ღომის ღომი. სიმინდის დამკვიდრების შემდეგ ღომმა როგორც შედარებით დაბალკალორიულმა და ძნელად მოსაყვანმა კულტურამ თანდათანობით დაუთმო ასპარეზი სიმინდს. სიმინდის ღომს აკეთებენ [[ღერღილი|ღერღილისგან]] და წმინდა ფქვილისგანაც. ღერღილს მსხვილი საცრით ქატოს მოაცილებენ, წამოადუღებენ და შესქელებას რომ დაიწყებს, მასში ფქვილს ამოუკიდებენ, თან განუწყვეტლივ ზელენ ხის ჩოგნით. ღომი კარგია გამხმარ ყველთან, შაშხთან, [[ლობიო]]სთან, საცივთან. მეგრული ოჯახი დღეში ორჯერ მაინც მოხარშავდა ღომს. ჩვეულებრივი ოჯახისთვის ღომი წარმოადგენდა ძირითად საჭმელს. ჭამის დროს ჩოგნით ამოღებული ღომი, თეფშის გარეშე, პირდაპირ [[ტაბლა|ტაბლაზე]] დაედებოდა სუფრის წევრს. დასავლეთ [[საქართველო|საქართველოს]] მცხოვრებთათვის ღომი დღესაც ითვლება კვების რაციონის სასურველ საკვებად. |
| − | |||
| + | |||
| + | |||
| + | |||
| + | == ლიტერატურა == | ||
ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, 2007. ე.ნ. | ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, 2007. ე.ნ. | ||
| ხაზი 8: | ხაზი 11: | ||
[[ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი]] | [[ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:მეგრული სამზარეულო]] |
| − | + | ||
[[კატეგორია:საკვები პროდუქტები]] | [[კატეგორია:საკვები პროდუქტები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 12:36, 14 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
ღომი - ღომისგან ან სიმინდის ფქვილისგან მოხარშული ფაფა. განსაკუთრებით მიღებული იყო სამეგრელოში. სიმინდის კულტურის ფართოდ გავრცელებამდე ჩვეულებრივ მზადდებოდა ღომის ღომი. სიმინდის დამკვიდრების შემდეგ ღომმა როგორც შედარებით დაბალკალორიულმა და ძნელად მოსაყვანმა კულტურამ თანდათანობით დაუთმო ასპარეზი სიმინდს. სიმინდის ღომს აკეთებენ ღერღილისგან და წმინდა ფქვილისგანაც. ღერღილს მსხვილი საცრით ქატოს მოაცილებენ, წამოადუღებენ და შესქელებას რომ დაიწყებს, მასში ფქვილს ამოუკიდებენ, თან განუწყვეტლივ ზელენ ხის ჩოგნით. ღომი კარგია გამხმარ ყველთან, შაშხთან, ლობიოსთან, საცივთან. მეგრული ოჯახი დღეში ორჯერ მაინც მოხარშავდა ღომს. ჩვეულებრივი ოჯახისთვის ღომი წარმოადგენდა ძირითად საჭმელს. ჭამის დროს ჩოგნით ამოღებული ღომი, თეფშის გარეშე, პირდაპირ ტაბლაზე დაედებოდა სუფრის წევრს. დასავლეთ საქართველოს მცხოვრებთათვის ღომი დღესაც ითვლება კვების რაციონის სასურველ საკვებად.
[რედაქტირება] ლიტერატურა
ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, 2007. ე.ნ.