ჩათაკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჩაქითა“ გადაიტანა გვერდზე „ჩათაკა“ გადამისამართებაზე)
 
ხაზი 5: ხაზი 5:
  
 
ჩათაკა, იგივე, ჩაქითა,  სიხმასთან შედარებით, მოგვიანებით დამკვიდრდა, მაგრამ ისე მოიკიდა ფეხი და გავრცელდა, რომ სიხმა ყოფიდან თითქმის მთლიანად გამოდევნა. ჩათაკა მოქარგული ბოლოებით სიხმისაგან განსხვავებით ქალს, თეძომდე წვდებოდა.
 
ჩათაკა, იგივე, ჩაქითა,  სიხმასთან შედარებით, მოგვიანებით დამკვიდრდა, მაგრამ ისე მოიკიდა ფეხი და გავრცელდა, რომ სიხმა ყოფიდან თითქმის მთლიანად გამოდევნა. ჩათაკა მოქარგული ბოლოებით სიხმისაგან განსხვავებით ქალს, თეძომდე წვდებოდა.
ჩათაკას დასამზადებლად ძვირფასი ქსოვილები – ხავერდი, ფარჩა, ატლასი გამოიყენებოდა. უპირატესობა უფრო ღია ფერებს – მწვანეს, წითელსა და ყვითელს ენიჭებოდა. ჩათაკა საპატარძლო, გასათხოვარი და ახალგაზრდა გათხოვილი ქალების ჩაცმულობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მიღებული ზედა ტანისამოსი იყო და თარგით ხირხასთან უფრო ახლოს იდგა.
+
ჩათაკას დასამზადებლად ძვირფასი ქსოვილები – [[ხავერდი]], ფარჩა, [[ატლასი]] გამოიყენებოდა. უპირატესობა უფრო ღია ფერებს – მწვანეს, წითელსა და ყვითელს ენიჭებოდა. ჩათაკა საპატარძლო, გასათხოვარი და ახალგაზრდა გათხოვილი ქალების ჩაცმულობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მიღებული ზედა ტანისამოსი იყო და თარგით ხირხასთან უფრო ახლოს იდგა.
  
  
ხაზი 12: ხაზი 12:
  
 
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==
სამსონია, 2005:68; ხინთიბიძე, 2018
+
* სამსონია, 2005:68; <br />
 +
* ხინთიბიძე, 2018
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა]]
 
[[ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა]]

მიმდინარე ცვლილება 13:09, 4 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

ჩათაკა

ჩათაკა, ჩაქითა – ქალის ზედა სამოსელი. სიტყვა აჭარულ დიალექტში თურქული ენიდან შევიდა. იგი ქურთუკს ნიშნავდა.

ჩატაკა ორი ნაწილისაგან – წინა კალთისა და უკანა ერთი განისაგან შედგებოდა. მას პატარა და მაღალი საყელო ჰქონდა, რომლის ტარება ხანდახან გადმოკეცილი სახითაც შეიძლებოდა. სარჩულად ჩითს იყენებდნენ. სახელოს თარგი სიხმის სახელოს თარგის მსგავსი იყო. მას გულისპირზე, მარცხენა მხარეს, პატარა ჯიბე ჰქონდა. გულისპირი შვიდი კოპჭით იკვრებოდა, იკერებოდა წელამდე სიგრძის, წინ ბოლომდე გახსნილი, უსაყელო, კალთის ბოლოები წაწვეტებული. გულისპირს ამკობდნენ ნაკეცებითა და ზონრებით. გარდა ნაკეცებისა გულისპირს, სახელოებისა და კალთის ბოლოებს ორნამენტებით ალამაზებდნენ. ნაქარგობისთვის იყენებდნენ როგორც ფერადი აბრეშუმის ძაფებს, ისე ოქრომკერდსა და ვერცხლიმკერდს.

ჩათაკა, იგივე, ჩაქითა, სიხმასთან შედარებით, მოგვიანებით დამკვიდრდა, მაგრამ ისე მოიკიდა ფეხი და გავრცელდა, რომ სიხმა ყოფიდან თითქმის მთლიანად გამოდევნა. ჩათაკა მოქარგული ბოლოებით სიხმისაგან განსხვავებით ქალს, თეძომდე წვდებოდა. ჩათაკას დასამზადებლად ძვირფასი ქსოვილები – ხავერდი, ფარჩა, ატლასი გამოიყენებოდა. უპირატესობა უფრო ღია ფერებს – მწვანეს, წითელსა და ყვითელს ენიჭებოდა. ჩათაკა საპატარძლო, გასათხოვარი და ახალგაზრდა გათხოვილი ქალების ჩაცმულობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მიღებული ზედა ტანისამოსი იყო და თარგით ხირხასთან უფრო ახლოს იდგა.



[რედაქტირება] ლიტერატურა

  • სამსონია, 2005:68;
  • ხინთიბიძე, 2018

[რედაქტირება] წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები