წარნაქი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | [[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | ||
[[კატეგორია:მიწა]] | [[კატეგორია:მიწა]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:საღებავები]] |
მიმდინარე ცვლილება 15:44, 1 ივლისი 2022 მდგომარეობით
წარნაქი − წითელი მიწა, რომლისგანაც მოწითალო, მოყავისფრო ფერის საღებავს ამზადებდნენ. ხის დამუშავების პროცესში ხეზე სწორი ხაზის, ზოლის, იგივე, ლარის დასატანად გამოიყენებოდა. ამისათვის აბრეშუმის ძაფს წარნაქში ასველებდნენ, დასახერხად ანდა გასათლელად გამზადებულ ხეზე წარნაქიან სველ ძაფს გაჭიმავდნენ, ერთი მათგანი მშვილდის მოზიდვის მსგავსად ძაფს ხელით მოზიდავდა და გაუშვებდა, ამ გზით ხეზე წარნაქის კვალი რჩებოდა. ასე მიიღებოდა სწორი ხაზი, რომლის შესაბამისად მასალას გათლიდნენ ანდა დახერხავდნენ. ამ პროცესს მეორენაირად „ჩილფის დარტყმასაც” უწოდებდნენ.