ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Mamuka xufunia.JPG|thumb|ეპისკოპოსი დამიანე]]
 
[[ფაილი:Mamuka xufunia.JPG|thumb|ეპისკოპოსი დამიანე]]
'''ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია)''' – ეპისკოპოსი დამიანე, ერისკაცობაში – მამუკა (ომარ) ხუფენია დაიბადა 1959 წლის 6 აგვისტოს ქ. სოხუმში, კონსტანტინე ჯარგის ძე ხუფენიასა და ნელი ანდრიას ასულ ყურაშვილის ოჯახში.  
+
'''ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია)''' – (დ. 6 აგვისტო, 1959, სოხუმი — გ. 30 ივლისი, 2022), ეპისკოპოსი დამიანე, ერისკაცობაში – მამუკა (ომარ) ხუფენია დაიბადა 1959 წლის 6 აგვისტოს ქ. სოხუმში, კონსტანტინე ჯარგის ძე ხუფენიასა და ნელი ანდრიას ასულ ყურაშვილის ოჯახში.  
  
 
1976 წელს დაამთავრა ქ.სოხუმის მე-16 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს სოფლის მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე. წლების განმავლობაში მუშაობდა ქ. სოხუმის თამბაქოს ქარხანაში.  
 
1976 წელს დაამთავრა ქ.სოხუმის მე-16 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს სოფლის მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე. წლების განმავლობაში მუშაობდა ქ. სოხუმის თამბაქოს ქარხანაში.  
ხაზი 27: ხაზი 27:
 
[[საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)]]
 
[[საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)]]
  
[[კატეგორია:ქართველი ეპისკოპოსები]]
+
[[კატეგორია:ეპისკოპოსები]]
[[კატეგორია:ქართველი მღვდელმთავრები]]
+
[[კატეგორია:მღვდელმთავრები]]
 
[[კატეგორია:სასულიერო პირები]]
 
[[კატეგორია:სასულიერო პირები]]
 +
[[კატეგორია:ხუფენიები]]

მიმდინარე ცვლილება 14:50, 27 იანვარი 2023 მდგომარეობით

ეპისკოპოსი დამიანე

ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია) – (დ. 6 აგვისტო, 1959, სოხუმი — გ. 30 ივლისი, 2022), ეპისკოპოსი დამიანე, ერისკაცობაში – მამუკა (ომარ) ხუფენია დაიბადა 1959 წლის 6 აგვისტოს ქ. სოხუმში, კონსტანტინე ჯარგის ძე ხუფენიასა და ნელი ანდრიას ასულ ყურაშვილის ოჯახში.

1976 წელს დაამთავრა ქ.სოხუმის მე-16 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს სოფლის მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე. წლების განმავლობაში მუშაობდა ქ. სოხუმის თამბაქოს ქარხანაში.

1992-1993 წლებში იბრძოდა აფხაზეთში. იყო 23-ე ბრიგადა „სკორპიონის“ ქვედანაყოფში. არის ომის ვეტერანი.

1999 წლიდან იყო საგარეჯოსა და გურჯაანის ეპისკოპოს ანდრიას (გვაზავა) მორჩილებაში.

2002 წლიდან სამთავისისა და გორის ეპარქიაში განაგრძო მოღვაწეობა.

2004 წლის 2 იანვარს სამთავისისა და გორის ეპისკოპოსმა ანდრიამ (გვაზავა) ბერად აღკვეცა და სახელად დამიანე უწოდა.

2004 წლის 4 სექტემბერს გორის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში სამთავისისა და გორის ეპისკოპოსმა ანდრიამ დიაკვნად აკურთხა.

2005 წლის 28 აგვისტოს გორის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი და ქვათახევის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დანიშნა.

2008 წლის 16 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის №611 განკარგულებით, 2008 წლის აგვისტოში რუსული აგრესიის დროს გამოჩენილი სამოქალაქო გმირობისთვის ღირსების მედალი გადაეცა.

2008 წლის 21 სექტემბერს ოქროს ჯვრითა და ენქერით დაჯილდოვდა და იღუმენის წოდება მიენიჭა.

2013 წლის 11 ოქტომბერს წმიდა სინოდის სხდომაზე ახლად შექმნილი სამთავისისა და კასპის ეპარქიის ეპისკოპოსად გამოარჩიეს.

2013 წლის 2 ნოემბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმიდა სინოდის მღვდელმთავართა თანამწირველობით მას ეპისკოპოსად დაასხა ხელი.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები