კასიოპეა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კასიოპეა''' – ''(ბერძნ.)'' ეთიოპიის დედოფალი, კეფევსის მეუღლე, [[ა...)
 
(წყარო)
 
ხაზი 11: ხაზი 11:
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 +
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]

მიმდინარე ცვლილება 11:41, 30 ივნისი 2017 მდგომარეობით

კასიოპეა(ბერძნ.) ეთიოპიის დედოფალი, კეფევსის მეუღლე, ანდრომედეს დედა.

კასიოპეამ სიამაყით დაიტრაბახა ნერეიდების წინაშე, რომ აღემატებოდა მათ თავისი მშვენიერებით. განაწყენდნენ ნერეიდები, არ აპატიეს მოკვდავ ქალს ეს ქედმაღლობა და პოსეიდონს მისი დასჯა მოსთხოვეს. ზღვათა ღვთაებამ დაუყოვნებლივ ამოუშვა თავისი წიაღიდან საშინელი ურჩხული, რომელიც ნთქავდა და ანადგურებდა ეთიოპიას. იგი მსხვერპლად მეფის ქალიშვილს, ანდრომედეს ითხოვდა. მაგრამ ღმერთებმა არ განწირეს მშვენიერი ქალწული. იგი საბერძნეთის დიდმა გმირმა, პერსევსმა იხსნა. ხოლო კასიოპეა ცად აღამაღლეს და მისივე სახელის მქონე თანავარსკვლავედად გარდასახეს.


[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები