ფანდური ოქროსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ფანდური ოქროსი''' – ქაჯავეთიდან მოტანილი ათძალიანი [[ფანდუ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფანდური ოქროსი“ გადაიტანა გვერდზე „ოქროს ფანდური“) |
13:49, 28 აპრილი 2020-ის ვერსია
ფანდური ოქროსი – ქაჯავეთიდან მოტანილი ათძალიანი ფანდური, ქაჯავეთის განძის შემადგენელი ნაწილი, ინახებოდა ჯვარში და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიტანდნენ. როცა სოფელში ახალი მიცვალებული იყო, სოფელი დუმდა და დუმდა ფანდურიც. როცა მწუხარების ჟამი გავიდოდა, გამოიტანდნენ ფანდურს და დაუკრავდნენ, იმის ნიშნად, რომ სოფელს უკვე შეეძლო ემხიარულა (ნიშნობა, ძეობა, ქორწილი და სხვა).
თქმულებით, როცა სოფელს ჟამნი უახლოვდებოდნენ, ფანდური თავისთავად ახმიანდებოდა ხოლმე და სოფელიც ემზადებოდა მათ დასახვედრად.