ვახტანგაძე მუხრან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მუხრან ვახტანგაძე''' '''მუხრან ვახტანგ...) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ვახტანგაძე მუხრან“ გადაიტანა გვერდზე „მუხრან ვახტანგაძე“) |
23:06, 29 მაისი 2020-ის ვერსია
მუხრან ვახტანგაძე – დაიბადა 1973 წლის 22 იანვარს ქ. ბათუმში. — სპორტსმენი. ალმა-ატა, მსოფლიო თასის მფლობელი (2003); თბილისი, მსოფლიო თასის მფლობელი (2004); FILA-ს საერთასორისო ფედერაციის ოქროს მედალი ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (2010, 2013, 2014); „სპორტის რაინდის“ წოდება (2013); ოქროს მედალი საქართველოს ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (2014).
განათლება – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია (1999); საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, ეკონომისტ-იურისტი (2000-2004).
სამუშაო გამოცდილება
- ბათუმის სასპორტო სკოლის დირექტორი (2006-2015)
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი (2015-2016)
- პარლამენტის წევრი 2016 წლიდან მაჟორიტარი, ბათუმის №70 საარჩევნო ოლქი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება“ წევრი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
სახელმწიფო ჯილდოები
- ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის ორგზის კავალერი (2001, 2003)
- ღირსების ორდენი (2000)