დუჩიძე ლევან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „დუჩიძე ლევან“ გადაიტანა გვერდზე „ლევან დუჩიძე“) |
22:54, 29 მაისი 2020-ის ვერსია
ლევან დუჩიძე – დაიბადა 1978 წლის 25 მარტს თბილისში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (2002).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოში (2002-2004).
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2007): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
- საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (2007-2010).
- საქართველოს უშიშროების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (2010-2014).