იმერლიშვილი ირინე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „იმერლიშვილი ირინე“ გადაიტანა გვერდზე „ირინე იმერლიშვილი“) |
00:44, 30 მაისი 2020-ის ვერსია
ირინე იმერლიშვილი – დაიბადა 1971 წლის 29 იანვარს თბილისში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი (1994); ასპირანტურა (1994).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა საქართველოს პარლამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე (1993-2000).
- იუსტიციის მინისტრის მოადგილე (2000-2003);
- საქართველოს რესპუბლიკური პარტიის რეგიონალური და საარჩევნო მდივანი.
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2013): პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი.
- 2013 წლის ნოემბრიდან საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.
- იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.