დედოფალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Dedofala1.jpg|thumb|დედოფალა]]
 
[[ფაილი:Dedofala1.jpg|thumb|დედოფალა]]
 +
'''დედოფალა''' - ბავშვის, ან საერთოდ  ადამიანის მიმსგავსებით გაკეთებული სათამაშო, ჩვეულებრივ, პატარა გოგონების შესაქცევარი.
  
'''დედოფალა''' - ბავშვის სათამაშო, გართობისა და თამაშისათვის განკუთვნილი.  
+
დედოფალებს დიდი ხნის ისტორია აქვთ. თავდაპირველად ისინი უძველესი რელიგიური აზროვნების შესაბამისად, თაყვანისცემის ობიექტებსწარმოადგენდნენ. [[საქართველო]]ს, ეთნოგრაფიულ სინამდვილეში ზოგჯერ „ასეთ გამოსახულებებს შვილოსნობას და გამრავლებას შესთხოვდნენ. მაგ., სოფ. ფხელშელში არსებული  „ქალების ხატი“, დედოფალას წარმოადგენდა და შემოსილი იყო თეთრი ტანსაცმლი, მძივებით, ყელსაბამით, საყურეებითა, და ბეჭდებით, (ს. მაკალათია). ასევე საინტერესოა სოფ. ქორდაში
 +
„წმ. ბარბარეს ეკლესიაზე შეწირული სათამაშო, [[აკვანი|აკვანში]] ჩაწვენილი, დედოფალა, რაც ადასტურებს რწმენას ბარბარეს შესახებ, როგორც სხვადასხვა სენისაგან, მკურნალ და ავადმყოფობის მფარველ და დამცველ წმინდანზე“ (ვ. ბარდაველიძე). ხევში. სოფ. გარბანში, [[ყველიერი]]ს დროს ბავშვები თავისი გაკეთებული
 +
დედოფალებით კარდაკარ ჩამოუვლიდნენ, სურსათს ითხოვდნენ და მღეროდნენ.  
  
დიდ როლს ასრულებდა ბავშვის ფიზიკური წვრთნისა და სულიერი ცხოვრების ჩამოყალიბებაში. დედოფალაში აირეკლებოდა ცალკეული ეთნიკური ჯგუფებისა და ასევე მთელი ხალხის სარწმუნეობრივი წარმოდგენები. ნივთიერი კულტურისა და ჩაცმა-დახურვის ელემენტები. დედოფალებით ძირითადად ერთობოდნენ გოგონები, რომლის მეშვეობითაც თანდათანობით შედიოდნენ ქალური ცხოვრების სფეროში.
+
:::::ამენავ, ამენიასაო, ჯარელავ ჯარელაისაო,
 +
:::::ღმერთო, ხელი მოუმართე, ცხორ-მწყემსთ გარეთ გასულსაო
 +
:::::ამრავლე, და გააშენე ეს ოჯახიო
  
დედოფალა ხელს უწყობდა ქალის მომავალი, გარდაუვალი მოვალეობის პირველად [[აღქმა]]სა და ათვისებას სათანადო ჩვევების შემუშავებას. ადამიანთა მიმსგავსებით გაკეთებული დედოფალები უხსოვარი დროიდან არსებულა. [[საქართველო|საქართველოში]] დედოფალები გამოუყენებიათ მაგიური წეს-ჩვეულებების შესრულების დროსაც, რომელსაც შესთხოვდნენ გამრავლებას, შვილიანობას, წვიმის მოყვანას, ასეთი დედოფლების სახელი იყო: „ლაზარე“, „[[გონჯა]]“, „საწვიმარი გუგა“ აფხაზეთში - „ძივოუ“. დედოფალებს იყენებდნენ ავადმყოფობის მოცილების მიზნით, მაგ: [[ქართლი|ქართლში]], წითელა ბატონების, ან ყივანახველას დროს გააკეთებდნენ დედოფალას, მორთავდნენ, პატარა ჯიბეში შაქარს ჩაუდებდნენ და გადააგდებდნენ შორს ავადმყოფობის მოცილებისა და გასტუმრების მიზნით.  
+
დადასტურებულია აგრეთვე დედოფალას გამოყენება გვალვის საწინააღმდეგო ცერემონიალში. ასეთი დედოფალები ცნობილია სხვადასხვა სახელებით „ლაზარე“, [[გონჯა]]“, „საწვიმარი [[გუგა (თოჯინა)|გუგა]], „[[ძივოუ]]“ და ა. შ. [[რაჭა]]ში [[ბზობა|ბზობის]] კვირას „დედოფალობანა“ იმართებოდა. ერთ-ერთი ბავშვი დედოფალას ხელში დაიჰჭერდა, სიმღერითა და ლოცვით ჩამოივლიდნენ მოსახლეობაში, შეაგროვებდნენ კვერცხებს და განაწილებისას დედოფალას პატრონს არ ივიწყებდნენ.  
  
== ლიტერატურა ==
+
დედოფალებს სამეურნეო დანიშნულებაც ქონდათ. ასეთია უკანასკნელი დრომდე შემორჩენილი ფრინველებისაგან ხილისა თუ ბოსტნეულის დასაცავად დადგმული „საფრთხობელა“ [[ჯავახიშვილი ივანე|ივ. ჯავახიშვილი]]). ამ მხრივ აღსანიშნავა [[ქართლი|ქართლ]] დამოწმებული „ბოსტნის დედოფალა", [[კახეთი|კახეთში]] – „ბოსტნის კუკი“. აღნიშნული მაგალითები აშკარად ადასტურებენ დედოფალთა მაგიურ დანიშნულებას. მათ დიდი ხანია დაკარგეს ამგვარი გაგება. დღეს ისინი მხოლოდ გასართობი, სათამაშო დანიშნულებით გამოიყენებიან.  
. ღოღობერიძე, დედოფლების კატალოგი, 1968. ..
+
  
 +
საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დედოფალების მდიდარი კოლექციაა დაცული. ეთნოგრაფიული თვალსაზრისით ისინი საინტერესო სურათს გვიჩვენებენ მთის რაიონებში შემონახულია უძველესი ტიპის დედოფალები, ქალაქთან ახლო მყოფ რაიონების ნიმუშებს ქალაქური ჩაცმულობის ელფერი დაკრავს
 +
(ნ. ღოღობერიძე), ხალხში დედოფალას დასამზადებლად გამოყენებულია: ჯოხი, ჩხირი, ფიცრის ნაჭერი; ზოგჯერ დედოფალას ტანი ქსოვილისაგანაა შემზადებული. დედოფალას აკეთებენ აგრეთვე მცენარეული
 +
მასალისაგანაც (გოგრა, კვახი), (ცომისაგან და სხვ. ტანის ნაკვთების ხაზგასმით გამოკვეთის მიზნით იყენებენ მატყლს. ფეხები დედოფალას იშვიათად უჩანს, თავ-პირი ან ჯოხის წვერზე დაბმულ, მატყლით გამოვსებულ ბრტყელ-მომრგვალო ბურთს წარმოადგენს (ფშაური კახური) ან ქსოვილშემოგლებულ მრგვალსა და ბრტყელ ღილს, [[ლითონი]]ს [[ფული|ფულს]]. სახის ძირითადი ნაკვეთები დაქარგული ან მოხატულია. თმად გამოყენებულია ქალის ნამდვილი თმა, ან მატყლი. ხალხური დედოფალა ყოველთვის ქმნის ადამიანის სახის გარკვეულ ილუზიას.
 +
 +
საქართველოში დედოფალათა გავრცელებული სახელებია: „დედოფალა“ (ქართლი), „[[ტიკინა]]“ (კახეთი) „[[გუგა (თოჯინა)|გუგა]]“ ([[თუშეთი]]), „კუკნა“ ([[ფშავი]]) „[[კუკი (თოჯინა)|კუკი]]“, „ძონძი კუკი“ (კახეთი) „კიკო“ ([[საინგილო]]), „თოჯინა“ (ქართლი), „თოჯა ბიჭი“ (ქართლი), „თოჯა გოგო“ (ქართლი), „შვილიკა“ ანუ „შვილუკა“ ([[ხევსურეთი]]), „ძოძი-ქალა“ ([[გუდამაყარი]], „დალ“, „მოშპარდალ“ ([[სვანეთი]]), „ლაზარე“ (ქართლი) და სხვ.
 +
 +
 +
== ლიტერატურა ==
 +
* ს. მაკალათია, ხევი, 1934;
 +
* ე. ბარდაველიძე, ქართუელთა ფუძე. სარწმუნოების ისტორიიდან, 1941;
 +
* დ. ჯანელიძე, ქართული თეატრის ხალხური საწყისები, 1948.
 +
* ნ. ღოღობერიძე, ქართული ხალხური დედოფალის კატალოგი, 1968,
 +
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
[[ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი]]
+
[[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I]]
  
 
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
 
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
 
[[კატეგორია:სათამაშოები]]
 
[[კატეგორია:სათამაშოები]]

23:49, 21 აგვისტო 2023-ის ვერსია

დედოფალა

დედოფალა - ბავშვის, ან საერთოდ ადამიანის მიმსგავსებით გაკეთებული სათამაშო, ჩვეულებრივ, პატარა გოგონების შესაქცევარი.

დედოფალებს დიდი ხნის ისტორია აქვთ. თავდაპირველად ისინი უძველესი რელიგიური აზროვნების შესაბამისად, თაყვანისცემის ობიექტებსწარმოადგენდნენ. საქართველოს, ეთნოგრაფიულ სინამდვილეში ზოგჯერ „ასეთ გამოსახულებებს შვილოსნობას და გამრავლებას შესთხოვდნენ. მაგ., სოფ. ფხელშელში არსებული „ქალების ხატი“, დედოფალას წარმოადგენდა და შემოსილი იყო თეთრი ტანსაცმლი, მძივებით, ყელსაბამით, საყურეებითა, და ბეჭდებით, (ს. მაკალათია). ასევე საინტერესოა სოფ. ქორდაში „წმ. ბარბარეს ეკლესიაზე შეწირული სათამაშო, აკვანში ჩაწვენილი, დედოფალა, რაც ადასტურებს რწმენას ბარბარეს შესახებ, როგორც სხვადასხვა სენისაგან, მკურნალ და ავადმყოფობის მფარველ და დამცველ წმინდანზე“ (ვ. ბარდაველიძე). ხევში. სოფ. გარბანში, ყველიერის დროს ბავშვები თავისი გაკეთებული დედოფალებით კარდაკარ ჩამოუვლიდნენ, სურსათს ითხოვდნენ და მღეროდნენ.

ამენავ, ამენიასაო, ჯარელავ ჯარელაისაო,
ღმერთო, ხელი მოუმართე, ცხორ-მწყემსთ გარეთ გასულსაო
ამრავლე, და გააშენე ეს ოჯახიო

დადასტურებულია აგრეთვე დედოფალას გამოყენება გვალვის საწინააღმდეგო ცერემონიალში. ასეთი დედოფალები ცნობილია სხვადასხვა სახელებით „ლაზარე“, „გონჯა“, „საწვიმარი გუგა“, „ძივოუ“ და ა. შ. რაჭაში ბზობის კვირას „დედოფალობანა“ იმართებოდა. ერთ-ერთი ბავშვი დედოფალას ხელში დაიჰჭერდა, სიმღერითა და ლოცვით ჩამოივლიდნენ მოსახლეობაში, შეაგროვებდნენ კვერცხებს და განაწილებისას დედოფალას პატრონს არ ივიწყებდნენ.

დედოფალებს სამეურნეო დანიშნულებაც ქონდათ. ასეთია უკანასკნელი დრომდე შემორჩენილი ფრინველებისაგან ხილისა თუ ბოსტნეულის დასაცავად დადგმული „საფრთხობელა“ ივ. ჯავახიშვილი). ამ მხრივ აღსანიშნავა ქართლ დამოწმებული „ბოსტნის დედოფალა", კახეთში – „ბოსტნის კუკი“. აღნიშნული მაგალითები აშკარად ადასტურებენ დედოფალთა მაგიურ დანიშნულებას. მათ დიდი ხანია დაკარგეს ამგვარი გაგება. დღეს ისინი მხოლოდ გასართობი, სათამაშო დანიშნულებით გამოიყენებიან.

საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დედოფალების მდიდარი კოლექციაა დაცული. ეთნოგრაფიული თვალსაზრისით ისინი საინტერესო სურათს გვიჩვენებენ მთის რაიონებში შემონახულია უძველესი ტიპის დედოფალები, ქალაქთან ახლო მყოფ რაიონების ნიმუშებს ქალაქური ჩაცმულობის ელფერი დაკრავს (ნ. ღოღობერიძე), ხალხში დედოფალას დასამზადებლად გამოყენებულია: ჯოხი, ჩხირი, ფიცრის ნაჭერი; ზოგჯერ დედოფალას ტანი ქსოვილისაგანაა შემზადებული. დედოფალას აკეთებენ აგრეთვე მცენარეული მასალისაგანაც (გოგრა, კვახი), (ცომისაგან და სხვ. ტანის ნაკვთების ხაზგასმით გამოკვეთის მიზნით იყენებენ მატყლს. ფეხები დედოფალას იშვიათად უჩანს, თავ-პირი ან ჯოხის წვერზე დაბმულ, მატყლით გამოვსებულ ბრტყელ-მომრგვალო ბურთს წარმოადგენს (ფშაური კახური) ან ქსოვილშემოგლებულ მრგვალსა და ბრტყელ ღილს, ლითონის ფულს. სახის ძირითადი ნაკვეთები დაქარგული ან მოხატულია. თმად გამოყენებულია ქალის ნამდვილი თმა, ან მატყლი. ხალხური დედოფალა ყოველთვის ქმნის ადამიანის სახის გარკვეულ ილუზიას.

საქართველოში დედოფალათა გავრცელებული სახელებია: „დედოფალა“ (ქართლი), „ტიკინა“ (კახეთი) „გუგა“ (თუშეთი), „კუკნა“ (ფშავი) „კუკი“, „ძონძი კუკი“ (კახეთი) „კიკო“ (საინგილო), „თოჯინა“ (ქართლი), „თოჯა ბიჭი“ (ქართლი), „თოჯა გოგო“ (ქართლი), „შვილიკა“ ანუ „შვილუკა“ (ხევსურეთი), „ძოძი-ქალა“ (გუდამაყარი, „დალ“, „მოშპარდალ“ (სვანეთი), „ლაზარე“ (ქართლი) და სხვ.


ლიტერატურა

  • ს. მაკალათია, ხევი, 1934;
  • ე. ბარდაველიძე, ქართუელთა ფუძე. სარწმუნოების ისტორიიდან, 1941;
  • დ. ჯანელიძე, ქართული თეატრის ხალხური საწყისები, 1948.
  • ნ. ღოღობერიძე, ქართული ხალხური დედოფალის კატალოგი, 1968,

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები