დიდი ხურვალეთის ღვთისმშობლის ეკლესია
(→წყარო) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''დიდი ხურვალეთის ღვთისმშობლის ეკლესია''' - ეკლესია მდებარეობს [[საქართველო]]ში, | + | '''დიდი ხურვალეთის ღვთისმშობლის ეკლესია''' - ეკლესია მდებარეობს [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი]]ს მხარეში, [[გორი]]ს მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდი ხურვალეთის ჩრდილოეთით სამ კილომეტრზე, ადგილ ძუკათაში, მდინარე ხურვალეთის მარცხენა ნაპირზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. |
====აღწერილობა==== | ====აღწერილობა==== | ||
15:12, 31 აგვისტო 2020-ის ვერსია
დიდი ხურვალეთის ღვთისმშობლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდი ხურვალეთის ჩრდილოეთით სამ კილომეტრზე, ადგილ ძუკათაში, მდინარე ხურვალეთის მარცხენა ნაპირზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (10,8 X 5,9 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. პილასტრები, კარისა და სარკმლების საპირეები ამოყვანილია შირიმის ქვით. ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია: ჩანგრეულია სახურავი, კედლებისა და შესასვლელების ზედა ნაწილი. შესასვლელები სამხრეთითა და ჩრდილოეთითაა. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ორივე მხარეს - თითო ოთხკუთხა ნიშია. ზუსტად იმავე ზომის სათავსია მიშენებული ეკლესიის სამხრეთ კედელზე. მას კარი სამხრეთით აქვს. სათავსების სახურავი და კედლის ზედა ნაწილები ჩანგრეულია.