დიდი ხურვალეთის კვირაცხოვლის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''დიდი ხურვალეთის კვირაცხოვლის ეკლესია''' - [[ეკლესია]] მდებარეობს [[საქართველო]]ში, | + | '''დიდი ხურვალეთის კვირაცხოვლის ეკლესია''' - [[ეკლესია]] მდებარეობს [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი]]ს მხარეში, [[გორი]]ს მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდი ხურვალეთის აღმოსავლეთით 0,5 კილომეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. |
====აღწერილობა==== | ====აღწერილობა==== |
15:11, 31 აგვისტო 2020-ის ვერსია
დიდი ხურვალეთის კვირაცხოვლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდი ხურვალეთის აღმოსავლეთით 0,5 კილომეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (6,4X4,4 მ). ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. ეკლესიას სამხრეთით არქიტრავით გადახურული კარი და თაღოვანი სარკმელი აქვს, აღმოსავლეთით და დასავლეთით - თითო ასეთივე სარკმელი. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. დარბაზის დასავლეთ კედლის კუთხეების პილასტრებზე გადადის შირიმის ქვის თაღი, აფსიდის მარტივპროფილიან იმპოსტებზე - აგურით ნაწყობი ოდნავ შეისრული თაღი. თაღებს, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებს ემყარება აგურის კვადრატული კამარა. ეკლესიას აგურის თაროსებრი ლავგარდანი აქვს.