ფხვენისის ღვთისმშობლის ეკლესია
(ახალი გვერდი: '''ფხვენისის ღვთისმშობლის ეკლესია''' - ეკლესია მდებარეობს [[ს...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ფხვენისის ღვთისმშობლის ეკლესია''' - [[ეკლესია]] მდებარეობს [[საქართველო]]ში, | + | '''ფხვენისის ღვთისმშობლის ეკლესია''' - [[ეკლესია]] მდებარეობს [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი]]ს მხარეში, [[გორი]]ს მუნიციპალიტეტში, დიდი ლიახვის მარჯვენა მხარეს მდებარე სოფელ ფხვენისის აღმოსავლეთით, 0,5 კილომეტრზე, სასაფლაოზე. თარიღდება X საუჯუნით. |
====აღწერილობა==== | ====აღწერილობა==== | ||
15:45, 31 აგვისტო 2020-ის ვერსია
ფხვენისის ღვთისმშობლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, დიდი ლიახვის მარჯვენა მხარეს მდებარე სოფელ ფხვენისის აღმოსავლეთით, 0,5 კილომეტრზე, სასაფლაოზე. თარიღდება X საუჯუნით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (8,1X5,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. კუთხეებში გამოყენებულია მოწითალო ფერის ნატეხი ქვა. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, სამხრეთ კედელში - ორი. გრძივ კედლებზე პილასტრებია, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი. სამხრეთ ფასადზე, კარის თავზე ჩასმულ მოწითალო ქვაზე ამოკვეთილია განედლებული ჯვარი. ასეთივე ჯვარია აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის თავზეც. აღმოსავლეთ სარკმელი ფასადის მხრიდან ორნამენტირებულია. დასავლეთ სარკმლის თავზე ჩასმულ მოწითალო ქვაზე X საუკუნის ასომთავრული წარწერაა: „ქრისტე, ადიდე ბეშქენ სტეფანოზის ძე. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით. სახურავზე, დასავლეთით, დგას ეკლესიის ქვის მოდელი, ხოლო აღმოსავლეთით - ქვისგან გამოკვეთილი ცხვრის თავი.