გარგარი (ნასოფლარი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გარგარი (ნასოფლარი)“ გადაიტანა გვერდზე „ნასოფლარი გარგარი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნასოფლარი გარგარი“ გადაიტანა გვერდზე „გარგარი (ნასოფლარი)“ გა...) |
13:43, 22 ივლისი 2020-ის ვერსია
გარგარი - ნასოფლარი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერთაწმინდიდან 1,5 კმ-ზე, საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს. თარიღდება ფეოდალური ხანით.
ნასოფლარზე დასტურდება ნასახლარი ბუდეები, არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაც. ჩრდილო-დასავლეთით 250 მეტრზე აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ დამხრობილი გორაა (25X15 მ). მას სამხრეთით ტერასა გასდევს. მისგან დასავლეთით, მინდორზე ქვაყუთის ფილები ყრია.