გრაკალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''გრაკალი''' -  სოფელი აღმოსავლეთ [[საქართველო]]ში, შიდა [[ქართლი]]ს მხარის [[კასპის მუნიციპალიტეტი|კასპის მუნიციპალიტეტში]] მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, კასპიდან 22 კმ-ზე. გრაკალი დასახლებული ყოფილა უძველესი ხანებიდანვე, რასაც ადასტურებს აქ მიკვლეული შუა და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის სამარხები.
+
'''გრაკალი''' -  სოფელი აღმოსავლეთ [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი]]ს მხარის [[კასპის მუნიციპალიტეტი|კასპის მუნიციპალიტეტში]] მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, კასპიდან 22 კმ-ზე. გრაკალი დასახლებული ყოფილა უძველესი ხანებიდანვე, რასაც ადასტურებს აქ მიკვლეული შუა და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის სამარხები.
  
სოფელი გრაკალი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობდა და უძველესი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანების წარმოქმნიდანვე, მჭიდროდ იყო დაკავშირებული ბარის საქართველოს სოციალურ-ეკონომიურ და პოლიტიკურ ცხოვრებასთან. ქართულ წერილობით წყაროებში გრაკალი პირველად XIII საუკუნის შუა წლებში, კერძოდ 1260 წელს, იხსენიება რკონის ღვთისმშობლის მონასტრისადმი კახა თორელის დაწერილ [[ანდერძი|ანდერძში]], საიდანაც ირკვევა, რომ უფრო ადრეულ ხანებშიც იგი თორელთა საძვალე მონასტრის - რკონის კუთვნილება ყოფილა. სოფელი დიდად დაზიანებულა [[თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში|თემურ-ლენგის შემოსევების]] დროს XIV საუკუნეში. პოლიტიკურ ასპარეზიდან თორელთა საგვარეულოს გაქრობისა და საქართველოს ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაშლის ხანებიდან (XV-XVI საუკუნეების მიჯნა) სოფელი გრაკალი ეკუთვნის რკონის მონასტერს. იგი XVI-XVIII საუკუნეებში [[ამილახვარები|ამილახვართა]] კუთვნილებაა. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში, ადმინსტრციულ-ტერიტორიული დაყოფით, სოფელი გრაკალი შედის ზემო ქართლის მემარჯვენე [[სადროშო]]ში, რომელსაც ამილახვრები [[სარდლობა|სარდლობდნენ]]. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ, როცა XIX საუკუნის 30-იან წლებში ამილახვართა სათავადოც მოიშალა, სოფელი ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შევიდა.
 
16:11, 31 აგვისტო 2020-ის ვერსია

გრაკალი - სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, კასპიდან 22 კმ-ზე. გრაკალი დასახლებული ყოფილა უძველესი ხანებიდანვე, რასაც ადასტურებს აქ მიკვლეული შუა და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის სამარხები.

სოფელი გრაკალი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობდა და უძველესი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანების წარმოქმნიდანვე, მჭიდროდ იყო დაკავშირებული ბარის საქართველოს სოციალურ-ეკონომიურ და პოლიტიკურ ცხოვრებასთან. ქართულ წერილობით წყაროებში გრაკალი პირველად XIII საუკუნის შუა წლებში, კერძოდ 1260 წელს, იხსენიება რკონის ღვთისმშობლის მონასტრისადმი კახა თორელის დაწერილ ანდერძში, საიდანაც ირკვევა, რომ უფრო ადრეულ ხანებშიც იგი თორელთა საძვალე მონასტრის - რკონის კუთვნილება ყოფილა. სოფელი დიდად დაზიანებულა თემურ-ლენგის შემოსევების დროს XIV საუკუნეში. პოლიტიკურ ასპარეზიდან თორელთა საგვარეულოს გაქრობისა და საქართველოს ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაშლის ხანებიდან (XV-XVI საუკუნეების მიჯნა) სოფელი გრაკალი ეკუთვნის რკონის მონასტერს. იგი XVI-XVIII საუკუნეებში ამილახვართა კუთვნილებაა. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში, ადმინსტრციულ-ტერიტორიული დაყოფით, სოფელი გრაკალი შედის ზემო ქართლის მემარჯვენე სადროშოში, რომელსაც ამილახვრები სარდლობდნენ. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ, როცა XIX საუკუნის 30-იან წლებში ამილახვართა სათავადოც მოიშალა, სოფელი ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შევიდა.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები