ქვემო ჭალის წმინდა გიორგის საყდარი
(ახალი გვერდი: '''ქვემო ჭალის წმინდა გიორგის საყდარი''' - არქიტექტურული ძეგლი ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ქვემო ჭალის წმინდა გიორგის საყდარი''' - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, [[საქართველო]]ში, | + | '''ქვემო ჭალის წმინდა გიორგის საყდარი''' - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი]]ს მხარეში, [[კასპის მუნიციპალიტეტი|კასპის მუნიციპალიტეტში]], სოფელ [[ქვემო ჭალა|ქვემო ჭალის]] მიდამოებში, ნასოფლარ ძველ კუდუხაანსა და ნასოფლარ მონასტერს შორის, გორაზე. თარიღდება X-XI საუკუნეებით. |
====აღწერილობა==== | ====აღწერილობა==== | ||
17:10, 31 აგვისტო 2020-ის ვერსია
ქვემო ჭალის წმინდა გიორგის საყდარი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ჭალის მიდამოებში, ნასოფლარ ძველ კუდუხაანსა და ნასოფლარ მონასტერს შორის, გორაზე. თარიღდება X-XI საუკუნეებით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (7,9X7,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, კარის წირთხლი თლილი ქვისაა, შესასვლელი სამხრეთიდანაა. საკურთხეველი ოთხკუთხაა და დარბაზისგან გამოყოილია პილასტრებით. საკურთხეველიც და დარბაზიც გადახურულია კამარით. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. აღმოსავლეთ კედლის სარკმლის ქვეშ, ცენტრში ერთი ნიშია, თითო მომცრო ნიში გვერდით კედლებშია, ერთი სწორკუთხა ნიში – დარბაზის სამხრეთ კედელში. ეკლესიას სწორკუთხა პროფილირებული ლავგარდანი აქვს. სახურავი ორფერდაა. გადახურული ყოფილა ორიგინალური ფორმის კრამიტით, რომელზეც ჯვარია გამოსახული.
ეკლესიას სახრეთიდან მთელ სიგრძეზე ჰქონია ოდნავ მომრგვალებული კამარით გადახურული მინაშენი, რომელსაც აღმოსავლეთ კედელში ჰქონდა ერთი სარკმელი.